კარიერა

კარიერა SavvY – ის ღირებულებები მთლიანად ეფუძნება ადამიანის პატივისცემასა და მის განვითარებაზე ზრუნვას. SavvY არის ორგანიზაცია, მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლას, პროფესიონალიზმის და ადამიანური ურთიერთობების ახალი უნიკალური სტანდარტის შექმნას. SavvY-ის ამბიცია – იყოს ქვეყნის და რეგიონის ლიდერი საკონსულტაციო კომპანია – არ ეფუძნება მხოლოდ საუკეთესო ფინანსური და სტრატეგიული მართვის სტანდარტებისა და პროცესების შექმნას, SavvY ცვლის ქვეყანაში არსებულ ადამიანურ მიდგომებს, ურთიერთპატივისცემისა და ადამიანებში საუკეთესო თვისებების გაღვივების უნარებს, ის აკავშირებს ერთმანეთთან ადამიანებს, რომლებსაც ადრეული ასაკიდანვე აწუხებთ ქვეყანაში განვითარების ტემპი და აქვთ ამბიცია, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი საქართველოდან დაწყებული SavvY-ის წარმატებული უნიკალური ტალღა გასცდეს საზღვრებს და შეცვალოს არსებული მიდგომები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ამბიცია ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამბიცია შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და მიზანდასახულობის გარეშე უმისამართოდ ნასროლი ენერგიაა. ამიტომ, SavvY-ში ჩვენ მივისწრაფვით მაქსიმუმისკენ, გვაქვს მუდმივი სწავლისა და ზრდის მოთხოვნილება, არ ვკმაყოფილდებით მიღებული შედეგებით და გვსურს, რომ ჩვენი გადამდები ენერგია გაუზიაროთ ყველას: ჩვენ კლიენეტებს, პარტნიორებს და ყველა ადამიანს, ვინც ჩვენ ღირებულებებს იზიარებს. შრომისმოყვარეობა, საქმისადმი პოზიტიური, შედეგზე ორიეტირებული მიდგომა, მუშაობის პროცესით სიამოვნების მიღება და იმის კეთება, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარს ,, იყო ყველაზე ძლიერი, ყველაზე წარმატებული ‘’, ეს ის მინიმუმია რაც SavvY-ის სჭირდება. შენი ორგანიზაციის წარმატება, შენი პირადი წარმატებაა, რადგან ყველა ადამიანი არის თვით-დასაქმებული და არა კომპანიაში დასაქმებული. ჩვენ ვამაყობთ SavvY-ის წარმატებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმ უნიკალური ადამიანების დამსახურებაა, რომლებსაც SavvY-ის Dream Team ქვია.

Dream Team-ის წევრობის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნებია:
  • გქონდეს სურვილი აკეთო საქმე ისე, რომ სულერთი იყოს ვინ მიიღებს ამ საქმისთვის ჯიდლოს (ეს წარმატებული ადამიანის უიშვიათესი თვისებაა);
  • სტერეოტიპების დამსხვრევა და გლობალური, ამბიციური აზროვნება;
  • მუდმივად იდეალურობისკენ სწრაფვა და ყველა შესაძლო უნარ-ჩვევის უმაღლესდონეზე განვითარება (საუბარი, მოლაპარაკება, Body Language, ემპათია, ადამიანების ადვილად შეცნობა და მათ ენაზე საუბარი, სიმშვიდე, პროფესიონალიზმი და პოზიტიური ენერგიის გადაცემის უნარი);
  • ცნობისმოყვარეობა, უბრალოება და ყველა ადამიანში საუკეთესოს ძიების უნარი (ჩვენ ვსწავლობთ ყველა ადამიანისგან. ეს ჩვენმა კლიენტებმაც უნდა იცოდნენ. თუმცა, ჩვენი ამბიციურობა არასოდეს არ უნდა გასცდეს სხვისი პატივისცემის და უბრალოების საზღვრებს);
  • სურვილი ,,ისწავლო რომ შეცვალო“.
  • საინტერესო და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და სხვა დამატებით ბენეფიტებს
  • მუდმივი პროფესიული განვითარების პროგრამების დაფინანსებას (ACCA, CFA, Harvard Business School ოფიციალურ კურსებს, PMP და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების როგორც ონლაინ ასევე Campus ტრენინგებს)
  • მუშაობის ხარისხის შეფასების თანამედროვე სისტემას, რომლის გამოყენებით კანდიდატს აქვს სწრაფი კარიერული განვითარების და მისი მუშაობის ხარისხის მუდმივი ობიექტური შეფასების შესაძლებლობა.

მიმდინარე ვაკანსიები

დასახელება ადგილმდებარეობა დეპარტამენტი თარიღი
ქართულენოვან მსს ფასს ტრენერთა ტრენინგის შესარჩევი კონკურსი საქართველო October 15, 2018
თარჯიმანი თბილისი ფინანსური დეპარტამენტი August 7, 2018
მსს ფასს ტრენერთა ტრენინგი საქართველო July 2, 2018
უმცროსი კონსულტანტი თბილისი, საქართველო ფინანსური დივიზია April 26, 2018
სტაჟირების პროგრამა თბილისი, საქართველო ფინანსური დივიზია April 5, 2018

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში