76908123_2338945779566843_6791382440838430720_n-e1572956524990

სტეიკის ახალი სახეობა ქართულ ბაზარზე

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოში ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ 2019 წელს ბაზარზე პირველად დაიწყო აბერდინულ-ანგუსური ჯიშის ხარის სტეიკის ხორცის წარმოება და რეალიზაცია, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის ქართული ხორცპროდუქტების ბაზარს.  არსებულ საწარმოში ახალი საწარმოო ხაზის დამატებით, კომპანია პროდუქტის განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და ეს ნოვაცია ახლა უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.

დღეის მონაცემებით, ვაკუუმში შეფუთული შავი ანგუსის ხორცის შესყიდვა, უკვე, ნიკორას 3 ფილიალშია შესაძლებელი, ამას გარდა მოლაპარაკებები სხვა ჰიპერმარკეტებთანაც მიმდინარეობს. ამ დროისთვის ფერმაში დაახლოებით 120 ანგუსი ბინადრობს და იმედი გვაქვს, რომ ეს რიცხვი აქტიურად განაგრძობს ზრდას.
სავი,  როგორც ამ საწარმოს ბიზნეს გეგმის ავტორი, თავისი გუნდის სახელით წარმატებას უსურვებს მათ.