მსს ფასს ტრენერთა ტრენინგი

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტისმმართველობა განვითარებისათვის“ (G4G-ის) გრანტის ფარგლებში აცხადებს მსს ფასს ტრენერთა კონკურსს:

პროექტი მიზნად ისახავს ქართველი ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლებას მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის კუთხით (მსს ფასს სტანდარტი)  მთელი საქართველოს მასშტაბით და აცხადებს კანდიდატების მიღებას.

აღნიშნული პროექტი შერჩეულ კანდიდატებს  შესაძლებლობას აძლევს აიმაღლონ კვალიფიკაცია საერთაშორისო აღრიცხვიანობის განათლებისა და ტრენინგების კონსულტანტთან – მაიკლ ველსთან.

შერჩეული კანდიდატები

  • გაივლიან ოც საათიან ინტენსიურ ტრენინგებს, რომელსაც გაუძღვება საერთაშორისო აღრიცხვიანობის განათლებისა და ტრენინგების კონსულტანტი – მაიკლ ველსი;
  • მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G-ის) და SavvY-ის მიერ დამოწმებულ სერთიფიკატებს;
  • მათ შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, როგორც მსს ფასსის ტრენერები;
  • აიმაღლებენ მსს ფასს სტანდარტის ტრენერობის გამოცდილებას.

კონკურსში მონაწილეობისთვის, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსს ფასს სტანდარტების ცოდნა;
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფასს-ის მიმართულებით;
  • აუცილებელია ტრენერობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ვერბალური, წერითი);
  • პროფესიული კვალიფიკაციის სერტიფიკატის, როგორიცაა ACCA, CFA ან სხვ. ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე და მცირე ზომის სამოტივაციო წერილი.

კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე. დაუკავშირდებიან მხოლოდ მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებს, რომელთაც ჩაუტარდებათ ტესტირება. მესამე ეტაპი დაეთმობა გასაუბრებას, ხოლო მეოთხე ეტაპზე კანდიდატები წარადგენენ დემო პრეზენტაციას.

დოკუმენტთა ატვირთვის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 აგვისტო.

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G-ისთან) ერთად გისურვებთ წარმატებებს!

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში