ქართულენოვან მსს ფასს ტრენერთა ტრენინგის შესარჩევი კონკურსი

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Usaid) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G-ის) გრანტის ფარგლებში აცხადებს, ახლა უკვე, ქართულენოვანი მსს ფასს ტრენერების კონკურსს:

პროექტი მიზანდ ისახავს ქართველი ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლებას მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის კუთხით (მსს ფასს სტანდარტი) მთელი საქართველოს მასშტაბით.

აღნიშნული პროექტი შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს აიმაღლონ კვალიფიკაცია პროექტის პირველ ეტაპზე (მსს ფასს ინგლისურენოვან ტრენერთა ტრენინგი)  დატრენინგებულ საუკეთესო ტრენერებთან.

Project Location(s): საქართველო

შერჩეული კანდიდატები:

  • გაივლიან 35 საათიან ინტენსიურ მსს ფასს ტრენერთა ტრენინგს;
  • მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G-ის) და SavvY-ის მიერ დამოწმებულ სერთიფიკატებს;
  • აიმაღლებენ მსს ფასს სტანდარტის ტრენერობის გამოცდილებას.

კონკურსში მონაწილეობისთვის, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსს ფასს სტანდარტების ცოდნა;
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფასს-ის მიმართულებით;
  • აუცილებელია ტრენერობის გამოცდილება;
  • პროფესიული კვალიფიკაციის სერტიფიკატის, როგორიცაა ACCA ან სხვ. ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
how can we help you?

Contact us at our office or submit a business inquiry online.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე და მცირე ზომის სამოტივაციო წერილი.

დოკუმენტთა ატვირთვის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 ნოემბერი.

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G-ისთან) ერთად გისურვებთ წარმატებებს!