უმცროსი კონსულტანტი

SavvY” არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომლის მიზანია საქართველოში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება და თანამედროვე პროფესიონალური ბიზნესის მართვის სტანდარტების და ღირებულებების დანერგვა.
კომპანიის მთავარი სტრატეგიაა ადამიანური რესურსების გამოყენებით ღირებულების შექმნა. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ პროფესიონალიზმს და მუდმივ განვითარებას.
Savvy ეძებს უმცროს კონსულტანტს კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტებში დასასაქმებლად. იდეალურ კანდიდატს უნდა გააჩნდეს სწავლის და მუდმივი განვითარების სურვილი, იყოს მოტივირებული გახდეს ჩვენი გუნდის მომავალი წევრი და მოახდინოს პოზიტიური ცვლილება როგორც ქვეყანაში, ასევე გლობალურად.

წარმატებულ კანდიდატებს ჩვენ ვთავაზობთ

  • საინტერესო და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და სხვა დამატებით ბენეფიტებს
  • მუდმივი პროფესიული განვითარების პროგრამების დაფინანსებას (ACCA, CFA, Harvard Business School ოფიციალურ კურსებს, PMP და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების როგორც ონლაინ ასევე Campus ტრენინგებს)
  • მუშაობის ხარისხის შეფასების თანამედროვე სისტემას, რომლის გამოყენებით კანდიდატს აქვს სწრაფი კარიერული განვითარების და მისი მუშაობის ხარისხის მუდმივი ობიექტური შეფასების შესაძლებლობა.
Department: ფინანსური დივიზია
Project Location(s): თბილისი, საქართველო
Compensation: 600 ლარიდან

მოვალეობები

  • კომპანიებში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება
  • ბიზნეს გეგმის და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომსახურების გაწევის დროს აქტიური ჩართულობა
  • სხვადასხვა საკონსულტაციო პროექტის კომპონენტის შესრულება (მაგალითად: ფინანსური მოდელის შექმნა, კონკურენტების მიმოხილვა, ბაზრის ანალიზი)
  • სხვადასხვა კვლევების წარმოებაში მონაწილეობის მიღება და ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მეთოდების გამოყენებით: ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები, რეპორტების და სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი
  • მონაცემების ანალიზი, პრობლემების და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და შესაძლო გადაწყვეტილებების შეთავაზება
  • პროექტების ჭრილში ადგილობრივ კომერციულ ბანკებთან ურთიერთობის წარმართვა
  • სხვა მოვალეობები, რომლებიც ზემოთაღნიშნულის შესასრულებლად არის აუცილებელი (მაგალითად, შეხვედრების ჩანიშვნა და დასწრება)

მოთხოვნები

  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • სულ მცირე 3.0 GPA (გთხოვთ, CV-ში აუცილებლად მიუთითოთ GPA)
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სექტორში ან აუდიტორულ კომპანიაში
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) საბაზისო დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; დამატებით სასურველია ერთი უცხო ენის კარგ დონეზე ცოდნა
  • PowerPoint-ის და Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა
  • ადამიანებთან ურთიერთობის უნარი

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში