თარჯიმანი

SavvY არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომლის მიზანია საქართველოში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება და თანამედროვე პროფესიონალური ბიზნესის მართვის სტანდარტების და ღირებულებების დანერგვა.
კომპანიის მთავარი სტრატეგიაა ადამიანური რესურსების გამოყენებით ღირებულების შექმნა. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ პროფესიონალიზმს და მუდმივ განვითარებას.

SavvY აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი თარჯიმნის პოზიციაზე:

Department: ფინანსური დეპარტამენტი
Project Location(s): თბილისი

მოვალეობები, რომლებიც დაეკისრება წარმატებულ კანდიდატს:

  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების სატრენინგო მასალების თარგმნა ინგლისურიდან ქართულ ენაზე;
  • სხვა ფინანსური ლიტერატურის (მაგალითად, ფინანსური ანგარიშგების თარგმნა) ინგლისურიდან ქართულ ენაზე;
  • მასალის თარგმნა ორიგინალ ტექსტში არსებული შინაარსობრივი კონტექსტის დაკარგვის გარეშე;
  • ნათარგმნის სტილისტური და გრამატიკული გამართვა.

კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შერჩეული კანდიდატი:

  • უმაღლესი განათლება ენათმეცნიერების ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
  • სასურველია სათარჯიმნო ლიცენზიის ფლობა;
  • შესაბამის ენაზე თარგმნის 2 წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური დოკუმენტების თარგმნის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა(მაგალითად, SDL Trados).
how can we help you?

Contact us at our office or submit a business inquiry online.