ტრენინგების პროგრამა ზოგადად IFRS-ში წარმატებით დასრულდა

15.08.2017

დასრულდა SavvY Consulting-ისა და GSMEA(საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია)-ს  მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციების სერია IFRS სტანდარტების შესახებ, რომელსაც უძღვებოდა საკონსულტაციო კომპანია SavvY-ს მმართველი პარტნიორი - მარიამ ქოიავა.
 
2017 წლის მაისიდან აგვისტომდე SavvY Consulting-მა  ჩაატარა 7 საჯარო ლექცია, რომელსაც დაესწრო GSMEA-ს 1500-მდე წევრი.

ლექციაზე განხილული მასალები შეგიძლიათ გადმოიწეროთ შემდეგი ბმულიდან

 

 

 

ამასთანავე მოგეხსენებათ,  SavvY Consulting-მა  დააარსა საქართველოში ინოვაციური ტრენინგებისა და ვორქშოპების ცენტრი, რათა ხელი შეუწყოს თანამედროვე ბიზნეს განათლებისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას. ჩვენთვის პრიორიტეტულია შევქმნათ  მაღალი ხარისხის პროდუქტი, შესაბამისად,  ვკონცენტრირდებით მხოლოდ  ორ მიმართულებაზე, რომელშიც ვართ საუკეთესოები: ბიზნესის ეფექტურობა  და პიროვნული ეფექტურობა.
 
ტრენინგები ჩატარდება 2017 წლის სექტემბრიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: hello@savvy.ge

next