მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის ცნობიერების ამაღლების პროექტი დასრულდა.

პროექტი  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G)-ის დაფინანსებით, SavvY-ის ორგანიზებითა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით ხორციელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გადამზადდა 30 ინგლისურენოვანი და 58 ქართულენოვანი ტრენერი(ტრენერების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.esavvy.ge ). მსს ფასს სტანდარტებში უფასოდ გადამზადდა 100 საწარმოს საბოლოო მომხმარებელი და ითარგმნა 35 სატრენინგო მოდული, რომელიც შეგიძლიათ ახლა უკვე საჯაროდ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://saras.gov.ge/ka/Home/Modules?Length=4

21 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობის პროექტის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, საპილოტე სწავლებაში მონაწილე მესამე კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლები, ბიზნეს ასოციაციებისა და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გამომსვლელებმა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის სარგებელზე, პროექტის მნიშვნელობაზე, შესრულებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საერთაშორისო დონორებმა მზადყოფნა გამოთქვეს ტრენინგების დაფინანსებისთვის,  რომლებიც ძირითადად საქართველოს რეგიონებში ჩატარდება.

SavvY მადლობას უხდის ყველა დაკავშირებულ მხარეს მხარდაჭერისათვის.