ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 5-10 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Import Expo – CIIE) გაიმართა,  სადაც საქართველოს  მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.

SavvY-ის მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა და პარტნიორი თორნიკე ჩხაიძე შანხაიში ზემოთ აღნიშნულ გამოფენაზე იმყოფებოდნენ. მათ გამოფენაზე დაახლოებით 130  ქვეყნიდან ჩამოსულ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს SavvY-ის საინვესტიციო პროექტები გააცნეს. გაიმართა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბიზნესების წარმომადგენლებთან.

SavvY-მ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად,  გამართა პრეზენტაცია ჩინურ კომპანიებთან, SavvY-ის საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ Bank of China-ს წარმომადგენლები და საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული კომპანიები.

შედეგად ჩინელი ინვესტორები დაინტერესდნენ, როგორც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით, ასევე SavvY-ის კონკრეტული პროექტებით.



Leave a Reply