SavvY 30 და31 ოქტომბერს პარიზში GIIN ფორუმს დაესწრო.

მარიამ ქოიავა და თორნიკე ჩხაიძე ფორუმზე მსოფლიო ინვესტირების თანამედროვე ტრენდებს გაეცნენ. ფორუმს მსოფლიოს ყველა კუთხიდან 1000-მდე ინვესტორი ესწრებოდა.  SavvY-ის მიზანი იყო ინვესტორებს გაეცნოთ, როგორც სავის პროექტები, ასევე საქართველო, როგორც ინვესტირებისათვის ხელსაყრელი ქვეყანა.

ფორუმის განმავლობაში ისინი შეხვდნენ შემდეგ კომპანიებს: Credit Suisse, UFG Asset Management, J.P. Morgan, Triple Jump, DWS, FMO, AXA Investment Managers, J.P. Morgan ასევე, ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა:  Symbiotics, Finance in Motion,  EBRD, BlueOrchard Finance, Rockefeller Foundation, Alliance Bernstein, European Investment Fund. შეხვედრები შედეგიანი გამოდგა. ინვესტორები დაინტერესდნენ კონკრეტული საინვესტიციო პროექტებით და საქართველო შეაფასეს, როგორც ინვესტირებისათვის ნამდვილად  პერსპექტიულ ქვეყანად.

ფორუმი აერთიანებდა დაახლოებით 1,000 აქტიურ ინვესტორს და 150მდე გამომსვლელს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში დამსწრეებს უზიარებდნენ თავიანთ ფასდაუდებელ გამოცდილებას. ფორუმზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ბაზრის მოთხოვნათა წინა ხაზზე აღმოჩენილიყვნენ, შეესწავლათ თანამედროვე ტრენდები და თავიანთი სტრატეგიისათვის ხელსაყრელი მეთოდები შეერჩიათ.



Leave a Reply