SavvY at Kerten Hospitality Roadshow

22 ოქტომბერს, SavvY-ის წარმომადგენლები – მარიამ ქოიავა (მმართველი პარტნიორი) და
თინათინ დეკანოიძე (უფროსი კონსულტანტი) – დაესწრნენ Kerten Hospitality-ის
ღონისძიებას სტამბულში. ღონისძიების დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ
შეხვედროდნენ Kerten Hospitality-ის მმართველ გუნდს, გაცნობოდნენ ახალ
კონცეფციებსა და მათ მიმდინარე და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს.

SavvY წარმოადგენს Kerten-ის პარტნიორ კომპანიას საქართველოში. ღონისძიების
ფარგლებში, SavvY-მ და Kerten-მა სწრაფი კვების ინდუსტრიასთან დაკავშირებული
პროექტის წამოწყების დეტალები განიხილეს, ასევე, საქართველოში ინვესტირებისთვის
სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორს წარედგინა საინვესტიციო იდეები. საინვესტიციო
იდეები ეხება ტურიზმის სფეროსა და კვების ინდუსტრიას.



Leave a Reply