SavvY პორტუგალიაში "IBC Convention Europe 2019"-ის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

11-12 ოქტომბერს პორტუგალიაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “International Business Consulting Convention Europe 2019”. კონფერენციაში მონაწილეობდა 15 მდე ქვეყანა აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, კოლუმბია და ა.შ. ამ ქვეყნებს შორის  იყო საქართველოც, რომლის წარმომადგენელიც კომპანია SavvY გახლდათ.

ამ კონფერენციაში ჩვენი კომპანიის მონაწილეობის მიზანი,  სხვა ქვეყნის წარმომადგენელი საკონსულტაციო სფეროს გაცნობა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება იყო . ჩვენ ვეცადეთ გაგვეგო  თუ როგორი სპეციფიკაა სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით და რა ინოვაცია შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს მომავალში.

შეხვედრა 2 დღიანი იყო და მასში მონაწილეობას, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ.