SavvY USAID G4G-ის გრანტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საქართველოს მასშტაბით მსს ფასს სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის პროექტს განახორციელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ის ფარგლებში, კომპანია  SavvY  განახორციელებს ერთწლიან საგრანტო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს  ქართველი ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლებას და მსს ფასს სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის (IFRS for SMEs) მთელი საქართველოს მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ რეფორმას ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.

ინიციატივას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს მიღებული კანონი, რომლის თანახმად საქართველოში არსებულმა კომპანიებმა ფინანსური ანგარიშგება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა აწარმოონ.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ტრენერთა ტრენინგი საქართველოში, რომელსაც გაუძღვება აღრიცხვიანობის განათლებისა და ტრენინგების საერთაშორისო  კონსულტანტი – მაიკლ ველსი;
  • გადამზადებული ექსპერტების მიერ საქართველოს მასშტაბით შერჩეული  ქართულენოვანი ტრენერების გადამზადება, რომლებიც თავის მხრივ, დაატრენინგებენ ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს.
  • მსს ფასს სტანდარტების სატრენინგო მასალების თარგმნა და ქართულ რეალობაზე მორგება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები და დამუშავებული  მასალები დაეხმარება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, მოამზადონ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ფინანსური ანგარიშგება, რაც მათ გაუადვილებთ ფინანსურ სექტორთან ურთიერთობას და გაზრდის მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.

ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობებიდან გამომდინარე, ჩვენთვის დიდი პატივია აღნიშნული პროექტის შესრულება. SavvY ანგარიშგების რეფორმას 2016 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა აქტივობებით, როგორებიცაა:

  •  სტანდარტების დანერგვის მომსახურება, როგორც მსხვილ, ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საჯარო და კორპორატიული ტრენინგები, რომლებიც სრულიად ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე;
  • გასვლითი ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში სტანდარტების ცნობადობისა და კომპეტენციის ამაღლების მიზნით;
  • ონლაინ პლატფორმა IFRS ექსპერტი, რომელიც ინდივიდუალურად მორგებულ პასუხს სცემს ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს

 



2 Comments

  • ირმა ბარკალაია

    მსურს გავეცნო სიახლეებს. გმადლობთ

  • tata

    არაჩვეულებრივი ინიციატივა გახლავთ , მადლობა კონსალტინგს.

Leave a Reply