მატერალური და არამატერიალური ქონების შეფასება

ზოგადი ინფორმაცია

ბიზნეს სექტორში მოღვაწე კომპანიებს შეფასების მომსახურება, როგორც ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესრულების პროცესში, ასევე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების წარმოებისა და საიჯარო შეთანხმებების დადებისას სჭირდებათ.

ჩვენ მუდვიმად ვადევნებთ თვალყურს რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცვლილებებს, რათა მარეგულირებელი და სამართლებრივი გარემოს მოთხოვნები შეფასების პროცესში გავითვალისწინოთ.

აქტივებისა და ვალდებულებების რეალური ღირებულებით ასახვა მნიშვნელოვანია:

  • თავად კომპანიებისთვის საქმიანობის შედეგებზე რეალური წარმოდგენის შექმნისთვის,
  • ბანკებთან ურთიერთობისას,
  • ინვესტორებთან მოლაპარაკებების პროცესში,
  • საგადასახადო უწყებებთან ურთიერთობისას.

მომსახურების მიმოხილვა

SavvY შეფასების ობიექტურ და დამოუკიდებელ მომსახურებას ორი მიმართულებით გთავაზობთ:

  1. მატერიალური და არამატერიალური ქონების შეფასება, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) მიხედვით
  • უძრავი ქონების შეფასება;
  • მოძრავი ქონების შეფასება;
  • ბიზნესის შეფასება.
  1. ძირითადი საშუალებების რეესტრის მართვა
  • ძირითადი საშუალებების ფიზიკური იდენტიფიცირება;
  • ძირითადი საშუალებების კლასიფიცირება ფასს-ის შესაბამისად;
  • ძირითადი საშუალებებისთვის სასარგებლო მომსახურების ვადის განსაზღვრა საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, დამკვეთის ინტერესების გათვალისწინებით.

ბუნებრივია, კომპანიის მიზნებისა და მახასიათებლების გათვალისწინებით შესაძლებელია არ დადგეს ყველა დასახელებული მომსახურების საჭიროება, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ცალკეული შეთავაზება ინდივიდუალურად მოვარგოთ კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

SavvYის მიდგომა

ჩვენი გუნდის  წევრები 2010  წლიდან  აქტიურად ეწევიან საშემფასებლო საქმიანობას.  გვაქვს მრავალმხრივი გამოცდილება ძირითადი საშუალებების შეფასების, ინვენტარიზაციისა და რეესტრის მოწესრიგების მიმართულებით. პროექტები განხორციელებული გვაქვს სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, სამშენებლო-დეველოპერულ, ფარმაცევტული წარმოების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სასტუმრო და კვების ინდუსტრიის, და სამედიცინო სექტორებში. ინდუსტრიების ცოდნა გვეხმარება განვსაზღვროთ როგორ მოქმედებს ბაზრის ტრენდები ღირებულებაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიის აქტივების სრულყოფილი შესწავლა და ხელმისაწვდომი ინფორმაციის ღრმა ანალიზი. არსებული რეალობიდან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმებით ინდივიდუალურად ვახდენთ ოპტიმალური მიდგომების შემუშავებას.


უძრავი და მოძრავი ქონების შეფასებისას ვახდენთ შესაფასებელი აქტივების და შეფასების მიზნის იდენტიფიცირებას, ვიკვლევთ უძრავი და მოძრავი ქონების ბაზარს, შერჩეული მეთოდებისა და მიდგომების მიხედვით ვახდენთ მონაცემთა დამუშავებას და ღირებულების დათვლას, ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს შეფასების ანგარიშის მომზადებას შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) სრული დაცვით.

ბიზნესის შეფასებისას ვახდენთ კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივებისა და ვალდებულებების შესწავლას ინდივიდუალურად. ვადგენთ მათ შესაძლო გავლენას შემოსავლიანობასა და მომგებიანობაზე. კომპანიის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გამოსავლენად ვატარებთ ბიზნეს გარემოს ანალიზს. მოსალოდნელი გამავალი და შემომავალი ფულადი ნაკადების გენერირების უნარის შეფასების საფუძველზე ვახდენთ ბიზნესის ღირებულების განსაზღვრას.

ძირითადი საშუალებების ფიზიკური იდენტიფიცირება, კომპანიას აძლევს სრულყოფილ წარმოდგენას აქტივების ფიზიკური მდგომარეობის და მათი განთავსების ადგილის შესახებ.

ასევე პროცესის დასრულების შემდგომ კომპანიას ექნება ინფორმაცია ბალანსზე აღრიცხულ აქტივებსა და ორგანიზაციაში ფიზიკურად არსებულ ერთეულებს შორის შეუსაბამობაზე (მეტობა/ნაკლებობა) და ეძლევა მითითებები ჩამოსაწერი ან/და ბალანსზე ასაყვანი აქტივების შესახებ.

არსებული მომსახურების ფარგლებში ჩვენი გუნდი ახდენს კომპანიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების ერთეულის დონეზე შესწავლას, აქტივების გადანაწილებას კლასებსა და კატეგორიებში მათი  თვისობრივი და ფუნქციური მახასიათებლების შესაბამისად. ხორციელდება თითოეული ძირითადი საშუალების ჭრილში მთლიანი და ნარჩენი სასარგებლო მომსახურების ვადების განსაზღვრა.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში