ბიზნეს გეგმა

მომსახურების მიმოხილვა

SavvY-ის ბიზნესის დაგეგმვის მომსახურება მეწარმეებს, ინვესტორებს და კომპანიებს სთავაზობს:

  • არსებული ბიზნესს შესაძლებლობების საიმედოობის შესწავლას
  • ბიზნეს კონცეფციისა და მისი განხორციელების გეგმის შემუშავებას
  • საინვესტიციო გეგმის შემუშავებასა და ინვესტიციების უკუგების კოეფიციენტის (ROI) შეფასებას

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ყოველი ბიზნეს გეგმა უნიკალურია თავისი არსით, ამიტომ ჩვენი მიდგომა მორგებულია კლიენტის მოთხოვნებზე, ბიუჯეტსა და დროზე.

SavvY-ის უპირატესობა

SavvY-ის ბიზნესის დაგეგმვის პრაქტიკა აერთიანებს მეწარმეების, მკვლევარების, ფინანსური მოდელირებისა და დაგეგმვის სფეროს სპეციალისტების გამოცდილებას. ჩვენ ამ გამოცდილებას ვიყენებთ იმისათვის, რომ:

  • კლიენტის იდეა და სტრატეგია გავხადოთ უფრო სრულყოფილი და ქმედითი
  • შევთავაზოთ ახალი პერსპექტივები აუთვისებელი ნიშის შესავსებად
  • ცხადად განვსაზღვროთ კონკურენტული უპირატესობა, სამიზნე ბაზრები და გეგმა ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის
  • ბიზნესის კონცეფცია გადმოვცეთ ისე, რომ ცხადი იყოს ბანკებისთვის, ინვესტორებისთვისა და კლიენტებისთვის

SavvY-ის მიდგომა

ჩვენი მიდგომა არ არის სტანდარტული და SavvY-ის მიერ შესრულებული ყოველი ბიზნეს გეგმა არის უნიკალური. ჩვენი მიდგომა ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს:

  • ბაზრისა და ღირებულებათა ჯაჭვის საფუძვლიანი კვლევა. ეს პროცესი მოიცავს მომხმარებლების, კონკურენტების, ირიბად დაკავშირებული მხარეებისა და მათი დამაკავშირებელი საბაზრო ძალების შესწავლას
  • მიწოდების სეგმენტაცია, არსებული შეთავაზებების დიფერენციაცია და იმ ძალების აღმოჩენა, რომლებიც განსაზღვრავენ კონკურენტულ უპირატესობას
  • მოთხოვნის სეგმენტაცია, მისი მამოძრავებელი ძალების და მომხმარებელთა უნიკალური ტიპების შეფასება და ასევე თითოეული მომხმარებლის მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრა
  • მოთხოვნისა და მიწოდების შეუსაბამობის განსაზღვრით კონცეფციისთვის სიცხადის შემატება
  • ფინანსური მოდელი, რომელიც არსებული ბიზნეს იდეის ქმედითობას გვიჩვენებს

რას მოიცავს მომსახურება

ყოველი ბიზნეს გეგმა უნდა ერგებოდეს კლიენტის სპეციფიკურ მოთხოვნებს, თუმცა ჩვენ მიერ შესრულებული თითოეული პროექტი აუცილებლად მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • შინაარსი: ეს არის ბიზნეს იდეის 1-2 გვერდიანი აღწერა და მოიცავს იმ შესაძლებლობების ანალიზს, რითაც სამომავლოდ კომპანიას შეუძლია კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. აღნიშნული ნაწილი ასევე აერთიანებს  დაგეგმვის პროცესში გაკეთებულ აღმოჩენებს და მის შედეგებს
  • ბაზრის, მომხმარებლების, კონკურენტების და არსებული რისკების ანალიზი
  • ბიზნეს კონცეფცია და ბიზნეს მოდელი
  • ფინანსური გეგმა რამდენიმე ალტერნატიული სცენარით

როგორ ვაკეთებთ

  • კლიენტის მოთხოვნის იდენტიფიცირება და დამუშავება
  • არსებული მასალების მიმოხილვა
  • სერვისის საფასურის განსაზღვრა
  • ინტერვიუები ბიზნეს იდეის სრულყოფილად გასააზრებლად
  • დამატებითი კვლევა ანალიტიკური ხარვეზების გამოსასწორებლად და პოტენციური რისკების შესასწავლად
  • კონცეფციის განსაზღვრა და საერთო სურათის წარმოდგენა
  • დეტალურად განისაზღვროს თუ როგორ უნდა დაიწყოს ბიზნესმა ოპერირება
  • ბიზნესის წარმატებისათვის კრიტიკული ფაქტორების განსაზღვრა და დაუთვალისწინებელი გარემოებების შეფასება
  • საბოლოო დოკუმენტების წარდგენა: პრეზენტაცია, რეპორტი და მოდელი
  • საჭიროების შემთხვევაში ბიზნესის შემდგემი მხარდაჭერა

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში