ბიზნეს პროცესების და სისტემების ოპტიმიზაცია

მომსახურების მიმოხილვა

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია ადამიანური რესურსის პროცესებში ნაკლები ჩართულობა და სამუშაოს დროის აჩქარება. კომპანიებში აუცილებელი გახდა ახალი სისტემების დანერგვა და ოპტიმალური პროცესების შექმნა. კომპანიებში მათთვის შესაფერისი სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს:

  • ბიზნეს პროცესების გამჭვირვალობას, გაზომვადობასა და შესადარისობას
  • ბიზნეს პროცესების სტანდარტიზაციას
  • დასაქმებულთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის ამაღლებას
  • მენეჯმენტის საერთაშორისო პრაქტიკებთან დაახლოებას
  • კლიენტებისა და პარტნიორების კმაყოფილების დონის ზრდას

SavvY-ს მიდგომა

SavvY-ს მიზანია დაეხმაროს კომპანიებს, რომლებსაც სურვილი აქვთ შეცვალონ არსებული პროცესები და დანერგონ კომპანიაში პრობლემის გადაჭრის ინოვაციური გზები. საკონსულტაციო მომსახურება შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

  • ბიზნეს პროცესებისა და სისტემების დიაგნოსტიკა (2-3 თვე)
  • ფუნქციონალური მოთხოვნების შეფასება და დაგეგმვა (3-6 თვე)
  • სისტემის დანერგვა და შემდგომი მხარდაჭერა (3-12 თვე)

არსებული პროცესისა და სისტემების აღწერა

  • კომპანიაში არსებული ყველა პროცესის შესაფასებლად მომზადდება შესაბამისი კითხვარი
  • კომპანიაში უკვე დანერგილი ძირითადი ბიზნეს სისტემების შესწავლა და არსებული ფუნქციონალის დეტალური აღწერა. ამასთანავე, სისტემაში არსებული ობიექტების, დოკუმენტებისა და ანგარიშგებების ანალიზი.
  • პროცესში ჩართულ თანამშრომლებთან შეხვედრა და მათი დეტალური სამუშაოს აღწერილობის ანალიზი. თითოეულ შეხვედრის შემდეგ მომზადდება შეხვედრის ანგარიში.
  • თითოეული პროცესის ეტაპისთვის უნდა განისაზღვროს სისტემაში შემავალი მონაცემების საფუძველი. ანალოგიური ანალიზის ჩატარება მიზანშეწონილია სისტემიდან გამომავალ ინფორმაციაზე (მაგ.: რეპორტები).

პრობლემები და რეკომენდაციები

დიაგნოსტიკის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების შეჯამება და მათი გადაჭრის გზების შეთავაზება.

საბოლოო ანგარიში

ანგარიშში ასახული იქნება დიაგნოსტიკის სერვისის დროს გამოვლენილი ყველა აუცილებელი ინფორმაცია. ასევე, კონსულტანტის მიერ წარდგენილი ანგარიში იქნება კომპანიის სისტემების ფუნქციონალური მოთხოვნების აღწერის სწორად დაგეგმვის წინაპირობა. ამასთანავე, დოკუმენტში ასახული იქნება სისტემების გარეშე პროცესების ოპტიმიზაციის გზები.

ფუნქციონალური მოთხოვნების დეტალური აღწერა

  • ბაზარზე არსებული საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით კომპანიის შესაბამისი სისტემის ფუნქციონალური მოთხოვნების აღწერა. რაც გულისხმობს ყველა პროცესში არსებული ოპერაციების, ობიექტებისა და ანგარიშგებების აღწერას.

სისტემის გარეშე პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება

  • არსებული პრობლემების გადასაჭრელად დეტალური ინსტრუქციებისა და დირექტივების შემუშავება, რომლებიც არ საჭიროებენ სპეციალიზირებულ IT სისტემებს

მოლაპარაკებების წარმოება

  • პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების მომწოდებული კოპმანიის შერჩევა, პოტენციურ მომწოდებელთან მოლაპარაკებების წარმოება და კლიენტისთვის საუკეთესო ალტერნატივის შეთავაზება

კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით სისტემის დანერგვის პროცესის მართვა.

დამატებით მოხდება შემდეგი საკითხების მონიტორინგი:

  • არსებული ფუნქციონალური მოთხოვნების დაკმაყოფილება IT კომპანიის მხრიდან
  • სისტემური შეცდომებისა და მომხმარებლების როლების დეტალური გაწერა

სისტემის თითოეული მომხმარებლის გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მომხმარებელთა ინსტრუქციებისა და ხარვეზების აღმოფხვრის გზების ერთად თავმოყრა.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში