დანახარჯების ოპტიმიზაცია

მომსახურების მიმოხილვა

ბიზნესის სიჯანსაღისა და მომგებიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ხარჯების სწორი მართვა. ხარჯების მართვა განსხვავდება ხარჯების შემცირებისგან. ხარჯების შემცირება მარტივია, თუმცა ის ყოველთვის არ მოდის ბიზნეს ინტერესებთან შესაბამისობაში და ხშირად ზიანის მომტანიცაა. ჩვენი აზრით, ის კომპანიები რომლებიც ორიენტირებულნი არიან დანახარჯების ოპტიმიზაციაზე, აღწევენ საუკეთესო შედეგებს. დანახარჯების ოპტიმიზაცია გულისხმობს დანახარჯების მინიმიზაციას იმგვარად, რომ კომპანიამ შეძლოს მომგებიანობის შენარჩუნება და ბიზნესის შემდგომი ზრდა. ჩვენ ჩვენს კლიენტებს ვეხმარებით არა მხოლოდ მათი ხარჯების შემცირებაში, არამედ ამ ხარჯების იმგვარად დაგეგმვაში, რომ შემდეგში გახდეს კომპანიის წარმატების გარანტი. ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება სრულადაა დამოკიდებული ჩატარებულ სამუშაოებსა და პროექტის შედეგებზე.

SavvY-ის მიდგომა

ხარჯების ოპტიმიზაციის მეთოდი გულისხმობს როგორც კომპანიის ფინანსების ისე ამ კომპანიის მიერ ღირებულებათა შექმნის სხვადასხვა გზების ანალიზს. პირველი მათგანის მიზანია ამა თუ იმ ოპერაციის დაფინანსებისას და ხარჯების გაწევისას წარმოქმილი არაეფექტურობების აღმოჩენა, ხოლო  მეორეს მიზანია ღირებულებათა შექმნის პროცესში წარმოქმილი უუზუსტობების მოძებნა.

ეს ეტაპი მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

  • დანახარჯების სტრუქტურის ანალიზი
  • გადახდების სტრუქტურის ანალიზი შემოსავლებთან, მოთხოვნებთან და ვალდებულებებთან მიმართებაში
  • გაწეული დანახარჯების მიზანშეწონილობის შეფასება
  • კომპანიის დანახარჯების ფიქსირებულ და ცვლად დანახარჯებად დაყოფა და მათი სტრუქტური შეფასება ინდუსტიისა და კომპანიის განვითარების შესაბამისად
  • რეკომენდაციების შემუშავება თუ როგორ უნდა მოხდეს
    • საკრედიტო პერიოდის გაზრდა
    • დანახარჯების სტრუქტურის ოპტიმიზაცია

ეს ეტაპი მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

  • ორგანიზაციული სტრუქტურის შეფასება, რათა დავრწმუნდეთ მის რაციონალურობაში
  • იმ აქტივობების შეფასება რითაც ხდება ღირებულების შექმნა და ამ პროცესში არსებული ზედმეტობების აღმოჩნა
  • კომპანიის საქმიანობისა და დანახარჯების სტრუქტურის ოპტიმალური ნიშნულის განსაზღვრა
  • პროცესის ცვლილება, ღირებულებათა შექმნის პროცესის დასაჩქარებლად
  • ხარჯების ფარული მამოძრავებელი ფაქტორების შეფასება და პოტენციური ეფექტიანობის განსაზღვრა
  • კონტრაქტორების/კონსულტანტების/ დაკავშირებული მხარეების დანახარჯების და მათი ეფექტურობის შეფასება

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში