Due Diligence

მომსახურების მიმოხილვა

Due Diligence არის პოტენციური ინვესტიციის შეფასება ან აუდიტი მასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების ჩათვლით.

Due Diligence საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სრული სურათი და ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ასპექტებზე როგორიცაა სტრატეგია, ფინანსები, ადამიანური რესურსები და სამართლებრივი ვალდებულებები. აღნიშნული მომსახურება მოიცავ კვლევას იმ რისკების აღმოჩენაზე, რომლებსაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა სამომავლო ფულად ნაკადებზე, მომგებიანობაზე, ხარჯების სტრუქტურაზე და ბიზნესისთვის აუცილებელ სხვა სასიცოცხლო ფაქტორებზე.

SavvY-ის მიდგომა

ჩვენ მიერ განხორციელებული თითოეული პროექტი არის უნიკალური და მორგებულია კლიენტების მოთხოვნებსა და შესაძლებლობებზე. Due Diligence მომსახურება მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

  • სამიზნე ობიექტის მიმოხილვა – მოიცავს სამიზნე ობიექტის ორგანიზაციული სტრუქტურის, ბაზრის სტრუქტურის და ბიზნეს სტრატეგიის შესწავლას. აგრეთვე აქცენტი გაკეთდება იმაზე თუ რატომაა შერჩეული ობიექტი მნიშნელოვანი და რამდენადაა შესაძლებელია ორი ბრენდის შერწყმა
  • ადამიანური კაპიტალი – მოიცავს დასაქმებულებთან დადებულ შეთანხმებებს და ვალდებულებებს და მათთან ურთიერთობების ისტორიას
  • ფინანსური შედეგები – მოიცავს ფინანსური უწყისების მიმოხილვას, ფულადი ნაკადების ანალიზს, ნაღდი ფულის გამოყენების შეზღუდვას, ერთჯერად ტრანზაქციებს, ფინანსური უწყისების ახსნა განმარტებითი შენიშვნებს და ა.შ.
  • შემოსავალი – მოიცავს შემოსავლების განმეორებად ნაკადებს, შესყიდვის შეთანხმებებს, დავალიანებებს, გაყიდვების არხებს, მომხმარებლების ანალიზს, ფასწარმოქმნის მეთოდს და ა.შ.
  • ხარჯების სტრუქტურა – მოიცავს დანახარჯების ტრენდს, საეჭვო დანახარჯებს
  • ინტელექტუალური საკუთრება – პატენტები, სავაჭრო ნიშნები და ლიცენზიასთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები
  • ფიქსირებული აქტივები – მოიცავს აქტივების შეფასებას, მათ გამოყენებას და შენარჩუნებას, ჩანაცვლების ნორმას, არსებულ რისკებს, და ა.შ.
  • ვალდებულებები – მოიცავს კრედიტორულ დავალიანებას, ლიზინგს, სესხის უზრუნველყოფას, სასესხო ვალდებულება და ა.შ.
  • კაპიტალი – მოიცავს აქციონერებს, აქციების კლასებს, ოფციონებს, გადაუხდელ დივიდენდებს, ობლიგაციებს გამოსყიდვის უფლებით
  • გადასახადები – საგადასახადო ვალდებულებები, დაფარული საგადასახადო ვალდებულებები
  • მარკეტინგი და გაყიდვები – მოიცავს ორგანიზებას, პროდუქტიულობას, კოორდინირებას, ბრენდინგს
  • ლოჯისტიკა და მატერიალური აქტივების მართვა – მოიცავს მიწოდების ჯაჭვს, სატრანსპორტო ხარჯებს, მომწოდებლის კონტრაქტებს, მარაგებს და ა.შ.
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები – მოიცავს სისტემებს, ლიცენზიებს, outsourcing, სერვისის/პროდუქტის მომხმარებელზე მორგებას, მოძველებულ სისტემებს, სათადარიგო და გამოსასწორებელ გეგმას
  • სამართლებრივი ასპექტი – მოიცავს მიმდინარე/წარსულ სასამართლო დავებს, იურიდიულ ხარჯებს, კონტრაქტებს, ადგილობრივ კანონმდებლობას, მმართველი გუნდის შეხვედრებს და ა.შ.

მომსახურების შედეგები

პროექტის საბოლოო შედეგები რა თქმა უნდა დამოკიდებულია მის შინაარსსა და მასშტაბებზე, თუმცა დასრულებისას ჩვენს კლიენტს ვაწვდით საბოლოო ანგარიშს. ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია ორგანიზაციის აღმასრულებლებისთვის, გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის და ყველა დაინტერესებული მხარისთვის. დასრულებული პროექტი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

  • შინაარსი – ეს არის პროექტის მიმოხილვა, რომელიც აღმასრულებლებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გარიგების 30 წუთში შეფასების საშუალებას აძლებს
  • მთავარი აღმოჩენები, დაკვირვებები და რისკები – მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია გარიგების ჩაშლა და ყველა იმ რისკს, რომელიც დაკავშირებული შესყიდვის დოკუმენტთან
  • მაკროეკონომიკის მიმოხილვა – გულისხმობს არსებული ეკონომიკურ მდგომარეობის მიმოხილვას და იმ ტრენდების შეფასებას, რომლებსაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა გარიგებაზე
  • სექტორის ანალიზი და ტრენდები – გულისხმობს კონკურენტული გარემოსა და რეგულაციების მიმართებაში ცვლილებების შეფასებას და ინდუსტრიაში არსებული იმ ტრენდებზე დაკვირვებას, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ გარიგებასთან
  • მოგება-ზარალის ანალიზი – მოიცავს სამიზნე ობიექტის ან შერწყმის შემდეგ ჩამოყალიბებული კომპანიის შემოსავლების ნაკადების და პოტენციური მოგების შეფასებას
  • ფინანსური მდგომარეობის უწყისის ანალიზი – მოიცავს სესხებთან , ძირითად საშუალებებთან და წმინდა სამუშაო კაპიტალთან დაკავშირებული რისკების შეფასებას
  • პროექტის KPI -ის და შესაძლებლობების შეჯამება – მოიცავს გარიგების განხორციელების შესაძლებლობის შეფასებას და გარიგებისათვის აუცილებელ ძირითად გარემოებებს
  • შემზღუდავი გარემოებები – განმარტავს პროექტის მთავარ დაშვებებს
  • დანართები

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში