არსებული ბიზნესი

არსებული ბიზნესი

IFRS-ის  დანერგვა

  • IFRS დიაგნოსტიკა
  • IFRS იმპლემენტაცია
    • აუდიტის პროცესის მხარდაჭერა

რას მიიღებს კლიენტი?

  • ფინანსური დეპარტამენტის ეფექტურობის გაზრდა
  • ფინანსური დეპარტამენტის კვალიფიკაციის ამაღლება
  • IFRS დანერგვა

Due Diligence

Due Diligence, ეს არის პოტენციური ინვესტიციის შემოწმება და აუდიტი. ამ სერვისის მიზანია კომპანიის გაყიდვის/ყიდვის  პროცესში ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის სანდოობის დადასტურება.

კომპანიებს, რომლებსაც სურთ ინვესტიციის განხორციელება , ვთავაზობთ  Due Diligence რეპორტს. რეპორტი გულისხმობს ყველა ფინანსური მონაცემის გადახედვას, არასასურველი შენაძენის ან არასწორი მიმართულებით გაფართოების თავიდან აცილების მიზნით. 

რას მიიღებს კლიენტი?

საბოლოო პროდუქტის სახით მომხმარებელი იღებს Due Diligence რეპორტს, რომელიც დაეხმარება კლიენტს გააკეთოს სწორი არჩევანი ინვესტიციასთან დაკავშირებით. რეპორტი აწვდის კომპანიის მფლობელს ინფორმაციას რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ რომლებიც თან ახლავს მიღებულ ბიზნეს გადაწყვეტილებას. 

ბიზნეს პროცესებისა და სისტემების ოპტიმიზაცია

უმეტეს შემთხვევაში მცირე და საშუალო ზომის კომპანიები იწყებენ ბიზნესს შეზღუდული პროცედურებით და კონტროლის მექანიზმებით. ამ ტიპის მოდელი მისაღებია საოჯახო ან მიკრო-ბიზნესებისთვის, მაგრამ როდესაც კომპანია იზრდება, წინასწარ დაგეგმილი პროცესების გარეშე განვითარება ფერხდება. ეს შესაძლოა კომპანიისთვის მომგებიანობის შემცირების მიზეზიც კი გახდეს.  მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, გთავაზობთ  პროცესის ოპტიმიზაციის სერვისს ბიზნესის წარმატებისთვის.

რას მიიღებს კლიენტი?

საკონსულტაციო მომსახურების მთავარი მიზანია, დაეხმაროს იმ კომპანიებს, რომლებსაც სურთ შეცვალონ არსებული პროცესები და დანერგონ კომპანიაში პრობლემის გადაჭრის ინოვაციური გზები, რომელიც მორგებული იქნება თქვენი კომპანიის ბიზნეს მოდელზე და ინდუსტრიაზე. ამ მომსახურებას გავლენა ექნება მომგებიანობის სხვადასხვა კომპონენტებზე, როგორებიცაა: შემოსავლები, ხარჯები და სხვა. 

ბიზნესის განვითარების გეგმა

კომპანია ბიზნესის განვითარების პროცესში შესაძლოა დადგეს ორი სირთულის წინაშე: პირველი, ის ვითარდება ძალიან ნელი ტემპით, რასაც შედეგად მოსდევს უკმაყოფილო მომხმარებლები, ინვესტორები და თანამშრომლები; მეორე, ბიზნესი იზრდება ძალიან სწრაფად და მისი ფინანსური და ადამიანური რესურსები არ შეესაბამება განვითარების ტემპს. ორივე პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ გთავაზობთ განვითარების გეგმას.

რას მიიღებს კლიენტი?

საბოლოო პროდუქტი არის განვითარების გეგმა, რომელიც წარმოადგენს კომპანიის არსებული მდგომაროების შეფასებას, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრას და შესასრულებელი სამუშაოების გრაფიკს. 

სერვისის ფარგლებში ჩვენი მხრიდან განხორციელდება ორი მონიტორინგი, რათა დავრწმუნდეთ, რომ კომპანია განვითარების სწორ მიმართულებას მიჰყვება. 

 

`