მოლაპარაკებები ფინანსურ ინსტიტუტებთან

მომსახურების მიმოხილვა

ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების წარმართვა და სწორი ფინანსური პროდუქტების მოძებნა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ყველა კომპანიისთვის, თუმცა ამასთანავე ეს პროცესი შესაძლოა იყოს ძალიან არაეფექტურიც.  ამის მთავარი მიზეზია ის, რომ თანამშრომელთა დაქირავება და მათში ინვესტიციის ჩადება საკმაოდ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, შედეგი კი შესაძლოა არც ისე სახარბიელო იყოს. SavvY-ის მარტივად შეუძლია მოგიგვაროთ ეს პრობლემა. ჩვენ მზად ვართ შემოვუერთდეთ თქვენ გუნდს, ვიპოვოთ თქვენთვის სასურველი ფინანსური ინსტიტუტი, ვაწარმოოთ მასთან მოლაპარაკება და შემოგთავაზოთ ფინანსური პროდუქტი, რომელიც სრულ თანხვედრაშია თქვენს მოთხოვნებთან.

SavvY-ის მიდგომა

ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების წარმოების ჩვენი მიდგომა ეფუძნება ამ ინსტიტუტებში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას და მათი სტიმულებისა და გაწყვეტილებების მიღების პროცესების საფუძვლიან ცოდნას. ეს პროცესი შედგება 5 საფეხურისგან:

  • კომპანიის შეფასება – კომპანიის ბიზნეს გეგმის, ფინანსური სტრუქტურის და მოთხოვნილებების მიმოხილვა (მაგ. სიზუსტე, სეზონურობა და ა.შ.)
  • ბიზნეს გეგმის ადაპტირება – საჭიროების შემთხვევაში ბიზნეს გეგმისა და ფინანსური მოდელის დაკორექტირება რათა ფინანსური ინსტიტუტისთვის გახდეს უფრო პრეზენტაბელური
  • პოტენციური პარტნიორის ამოცნობა – პროექტისა და კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე ყველაზე რელევანტური ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინტიტუტების ამოცნობა მათთან შემდგომი მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით
  • შეთავაზების მომზადება – ფინანსური ინსტიტუტისათვის პრეზენტაციისა და არგუმენტების მომზადება
  • მოლაპარაკება/მართვა – მოლაპარაკებების პროცესში კლიენტისა და ფინანსური ინსიტუტისათვის შუამავლის როლის მორგება და კლიენტისთვის საჭირო რჩევების მიცემა

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში