ფინანსური ანგარიშგების მომზადება და IFRS-ის დანერგვა

ზოგადი ინფორმაცია

2017 წლიდან ახალი კანონმდებლობა საქართველოში მოღვაწე კომპანიებს, როგორც მსხვილ ისე  მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ავალდებულებს ფინანსური აღრიცხვა აწარმოონ IFRS-ის მიხედვით.  ეს რეფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართულ კომპანიებში გამჭვირვალობის გაზრდას და ფინანსური მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესებას. იმ ქვეყნებზე დაკვირვებამ, სადაც უკვე დაინერგა IFRS-ი, ცხადყო, რომ ეს სტანდარტები:

  • კომპანიებში ქმნის გამჭვირვალე, შესადარის, მდგრად და ეფექტურ პროცესებს
  • არის ყველაზე ქმედითი გზა ფინანსური პროცესების სტანდარტიზაციისათვის
  • კომპანიას გზას უხსნის უცხოური კაპიტალისა და ინვესტიციებისკენ
  • კომპანიას უფრო შესაბამისს და შესადარისს ხდის სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან
  • ხელს უწყობს ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის ზოგადი დონის ამაღლებას

მომსახურების მიმოხილვა

მომსახურების ფარგლებში SavvY კომპანიებს სთავაზობს:

  • IFRS-ის დიაგნოსტიკას
  • IFRS-ის დანერგვას
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადებას
  • მონიტორინგსა და აუდიტის პროცესის მხარდაჭერას

სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ყველა კომპანიას შესაძლოა არ ესაჭიროებოდეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კომპონენტი, ამიტომ ჩვენი მიდგომა მორგებულია კლიენტის სპეციფიკურ მოთხოვნებზე, ბიუჯეტსა და დროზე.

SavvY-ის მიდგომა

ჩვენი მიდგომა ეფუძნება SavvY-ს მიერ შექმნილ სპეციალურ მეთოდოლოგიას, რომლის შედეგადაც შესაძლებელი ხდება კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლება, ფინანსური პროცესების სრულყოფა და რისკების ფუნდამენტალური ანალიზი. ახალი ფინანსური პოლიტიკის დანერგვის შემდეგ SavvY აქტიურადაა ჩართული ახალი პროცედურების ეფექტურობის მონიტორინგსა და აუდიტის პროცესის მხარდაჭერაში.

მომსახურების შედეგები

ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შედეგად კომპანია მიიღებს შემდეგი სახის დოკუმენტებს:

  • დიაგნოსტიკის ანგარიში
  • ყოველწლიურად ჩასატარებელი პროცედურები
  • კომპანიის ძირითადი მიმართულებების სააღრიცხვო პოლიტიკა
  • წარსადგენი ფინანსური ანგარიშგება


ვაანალიზებთ კომპანიაში არსებული ანგარიშგების (ფინანსური) პოლიტიკის შესამამისობას IFRS-თან და ვთავაზობთ დეტალურად გაწერილ გეგმას სტანდარტების წარმატებით დასანერგად. ეს მომსახურება მოიცავს კომპანიის ფინანსური ოპერაციების საწყის დიაგნოსტიკას, რისკების შეფასებას და თანამშრომელთა ტრენინგს.

კომპანიის საქმინობის (ინდუსტრიის) მიხედვით ვამზადებთ IFRS-ის შესაბამის ძირითად პროცედურებსა და სააღრიცხვო პოლიტიკას, რის შედეგადაც კომპანია გადადის აღიარებისა და შეფასების ახალ მიდგომებზე.

ვამზადებთ წარსადგენ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც შედგება ძირითადი ფინანსური უწყისებისა და ახსნა განმარტებითი შენიშვნებისგან, როგორებიცაა: კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, ანგარიშგების მომზადების საფუძველი, სააღრიცხვო პოლიტიკისა და შეფასებების მიმოხილვა და სხვა.

IFRS-ის დანერგვის შემდეგ ვაფასებთ თუ რამდენად სწრაფად ითვისებს ორგანიზაცია ფინანსური აღრიცხვისა და მართვის ახალ მოდელს, ხოლო აუდიტის პროცესში წარმოვადგენთ კლიენტის ინტერესებს.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში


დარეგისტრირდით IFRS ტრენინგებზე