აქციების პირველადი შეთავაზება (IPO) მომზადება

მომსახურების მიმოხილვა

კომპანიის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსება ძალზედ შრომატევადი პროცესია, თუმცა სარგებელი – უსაზღვროდ დიდია. SavvY მარტივად გადაგიჭრით ამ პრობლემას და აქციების პირველადი შეთავაზების მომსახურების საშუალებით შეძლებთ გეგმის ეფექტურად შემუშავებასა და განხორციელებას. ჩვენ დაგეხმარებით ამ პროცესის ყველა ეტაპზე დაწყებული იმის გააზრებით თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს კომპანიაში, რათა შესაბამისობაში მოდიოდეს საერთაშორისო და მარეგულირებელ სტანდარტებთან, დამთავრებული ამ ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვით. ჩვენ ასევე აქტიურად ვიკისრებთ შუამავლის როლს თქვენსა და პროცესში ჩართულ სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის (მაგ. ბანკები, მარეგულირებლები, სპონსორები, ბუღალტრები, აუდიტორები, იურიდიული ფირმები, PR კომპანიები და ა.შ)

IPO-სთვის მომზადება

ყველა კომპანია განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურება განსხვავებული სპეციფიკის კომპანიებს ეხმარება იპოვონ საფონდო ბირჟებისკენ მიმავალი გზა (მაგ. ლონდონის საფონდო ბირჟა). მომსახურების პირველი ეტაპი ყოველთვის გულისხმობს კომპანიის მიმდინარე და სასურველ მდგომარეობის შედარებას და ამ მდგომარეობებს შორის არსებული განსხვავების ანალიზს, ეს კი მიიღწევა ამ კომპანიის ფინანსური ანგარიშგების პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით. ეს ეტაპი შედგება 8 ელემენტისგან:

  • ფინანსური კონტროლის მაღალი დონის მექანიზმი, როგორიცაა შიდა აუდიტი, რისკების აღმოჩენა და მართვა
  • შიდა კონტროლი
  • ბიუჯეტირებისა და პროგნოზირების პროცესი
  • ხაზინის მართვა
  • აღრიცხვიანობის წესები
  • ანგარიშგების ფორმატი
  • ფინანსური დოკუმენტების წარდგენა და კონსოლიდაცია
  • IT მექნიზმის კონტროლი

ფინანსური ანგარიშგების ჩამოთვლილი ელემენტების შეფასების შემდეგ ჩვენ უკვე შეგვეძლება კონკრეტული გეგმის შემუშავება. ეს გეგმა ორიენტირებული იქნება იმ სტანდარტების გაუმჯობესებაზე, რომელთაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს თუ სურს აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსება. დიაგნოსტიკის შემდეგ ჩვენი პროფესიონალი კონსულტანტები შეიმუშავებენ გზამკვლევს, ტრეინინგ პროგრამას და  კოტროლის მექანიზმებს, რათა კომპანიას შეეძლოს დამოუკიდებლად მუშაობის გაგრძელება მარეგულირებლისა და ბირჟის მოთხოვნების გათვალისწინებით.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში