რა მნიშვნელობა აქვს კომპანიისთვის ადამიანურ რესურსზე ზრუნვას?

04.08.2017

,, უაზრობაა აიყვანო ჭვიანი თანამშრომლები და უთხრა მათ რა გააკეთონ,  ჩვენ ყოველთვის აგვყავს ჭკვიანი ადამიანები რომ მათ თვითონ  გვასწავლონ თუ რა უნდა აკეთოს ჩვენმა კომპანიამ“ - სტივ ჯობსი ( კომპანია Apple-ს დამფუძნებელი )

 

ადამიანური რესურსი  ყველა კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ეფექტურობა განაპირობებს კომპანიის წარმატებას თუ წარუმატებლობას. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგია ამარტივებს ბიზნეს პროცესების წარმართვას, უფრო მეტად იკვეთება ის შესაძლებლობები, რაც მხოლოდ ადამიანურ რესურსს გააჩნია.

ადამიანური რესურსების გუნდის მთავარი მიზანია შექმნას  გარემო სადაც ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლება საკუთარი აზრის დაფიქსირება კომპანიაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ასევე, ნებისმიერ გუნდის წევრს უნდა შეეძლოს პრობლემის წამოჭრა და კოლეგებისგან კრიტიკული აზრის მიღება. ასეთი კორპორატიული კულტურის შექმნით კომპანია შეძლებს მისი ადამიანური რესურსის სრულ რეალიზებას.

ასეთი წარმატების მისაღწევად საჭიროა, თანამშრომლებს მივაწოდოთ დროული და ობიექტური შეფასება. ამისთვის, კომპანიის მენეჯემენტმა  უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • ყოველთვის უნდა შეაქოს თანამშრომლის კარგი აქტივობა კოლეგების თვალწინ, მაგრამ ხარვეზების შემთხვევაში პირადად გაესაუბროს მას
  • წაახალისოს თანამშრომლებისგან კრეატიული იდეების გამოხატვა და სათანადოდ შეაქოს ისინი იდეის გამართლების შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში აუხსნას თანამშრომელს, თუ რატომ ვერ ახერხებს კომპანია მისი იდეის განხორციელებას
  • პატივი სცეს ყველა თანამშრომლის აზრს, რაგდან ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს მოვლენებს
  • შეეცადოს გახადოს თანამშრომლებისთვის თითოეული დავალება საინტერესო, რადგან ადამიანებს არ სიამოვნებთ რუტინული სამუშაო
  • ყოველთვის აღიაროს თავისი შეცდომები, რაც იმავე ქმედებისკენ მოუწოდებს თანამშრომლებს
  • განუმარტოს თანამშრომლებს სხვადასხვა პროცედურები და ამ პროცედურის მიზეზი და მიზანი
  • დააწესოს და აკონტროლოს შესაბამისი წესები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მიუდგეს წამოჭრილ პრობლემებს ინდივიდუალურად
  • იყოს სამართლიანი, სანდო და ობიექტური ნებისმიერი გარემოებისას

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიაში მომუშავე ადამიანებზე კონცენტრირება, რადგან კვალიფიციური პერსონალის დაქირავება, კვალიფიკაციის ამაღლება და მათი შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის ელის მაღალპროფესიონალურ გუნდს, რომელიც მას სათანადო მომსახურებას მიაწვდის. სწორედ ამიტომ, პერსონალის მიდგომა, გარეგნობა, უნარ-ჩვევები და ცოდნის ამაღლებაზე ზრუნვა პირდაპირ აისახება კომპანიის რეპუტაციაზე.

 

ავტორი

მიხეილ ხიდურელი

შემდეგი