როდის გვჭირდება Software სისტემა კომპანიაში?

08.05.2017

„მე მჭირდება სისტემაზე დაფუძნებული კომპანია“, „მე მინდა კომპანიაში პროცესები იყოს ავტომატიზებული“ - ეს არის ფრაზები, რომლებიც ხშირად გვესმის კომპანიის მმართველი გუნდისგან ან დამფუძნებლებისგან.

 რა იგულისხმება ამ ფრაზების უკან?

 პროცესები

          პირველ რიგში, სანამ კომპანია  გადაწყვეტს საკუთარი ბიზნეს პროცესები გადაიყვანოს ელექტრონულ სისტემაზე და მართოს მისი მეშვეობით, მანამ აუცილებელია არსებული პროცესები გახდეს ეფექტური. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც კომპანიაში დაულაგებელი და გაუმართავი პროცესების გამოსწორებას მენეჯმენტი სისტემის დანერგვით ფიქრობს. ასეთი გადაწყვეტილებით კომპანიაში დანერგილი სისტემა არაეფექტურ პროცესებს ეფუძნება და უშედეგოა.

პროცესი ეფექტურია მაშინ, როდესაც არის:

  • გამჭირვალე;
  • განმეორებადი;
  • დოკუმენტურად ასახული;
  • ინსტრუმენტებით მხარდაჭერილი;
  • ადვილად ხელმისაწვდომი.

სისტემები

გამართული პროცესები  კომპანიას სისტემების დანერგვის შესაძლებლობას აძლევს. არსებობს მოსაზრება, რომ ERP სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბიზნეს ოპერაციის  ავტომატიზებას და კომპანიას არ სჭირდება სხვა სისტემების დანერგვა. მხოლოდ  ქვემოთ ჩამოთვლილი სისტემების ერთობლიობა განაპირობებს კომპანიის პროცესების ავტომატიზებულ მართვას.

 

  • Core Business System - კომპანიის შესაბამისი საქმიანობის სისტემა (მაგ: საბანკო, სამედიცინო, სადისტრიბუციო და ა.შ.);
  • ERP (Enterprise Resource Planning) - კომპანიაში ყველა ტიპის ფინანსური ოპერაციის აღრიცხვა;
  • HCM (Human Capital Management) - თანამშრომელების შესახებ ინფორმაციის ასახვა (ორგანიზაციის შიდა პორტალის გათვალისწინებით);
  • CRM (Customer Relationship Management) - არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობისთვის;
  • BI (Business Intelligence) - ანალიზისა და რეპორტების სისტემა.

 

ავტორი

თორნიკე ჩხაიძე

შემდეგი