მარიამ ქოიავამმართველი პარტნიორი

სახელი/გვარი: მარიამ ქოიავა

თანამდებობა:  მმართველი პარტნიორი

განყოფილება: SavvY

განათლება: HBX, ჰარვარდის ბიზნეს სკოლა, ACCA-ს წევრი, BA, ბიზნესის ადმინისტრირება, კავკასიის უნივერსიტეტი

მარიამი:

 

SavvY-ის თავდაპირველი მიზანი ქართულ ბაზარზე ცვლილებების მოხდენა იყო, რომელსაც დღესდღეისობით ნაბიჯ-ნაბიჯ, თუმცა სწრაფი ტემპებით ვახორციელებთ. SavvY დღეს ბაზარზე არსბულ გამოწვევებს პასუხობს თანამედროვე და პროგრესული მიდგომებით, რაც თავის თავში თანამედროვე ტრენდების სიღრმისეულ ცოდნასა და ძალიან დიდ შრომას გულიხმობს მუდმივი განვითარებისათვის. ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მიღწეული შედეგებით რადგან ვიცით, რომ შეგვიძლია მეტი, ამიტომ ჩვენი მუშაობის ყოველი შემდგომი დღე უფრო შედეგიანი და ნაყოფიერია, ვიდრე წინა.

ჩვენი რწმენა, სწავლისა და ზრდის მოთხოვნილება ნელ-ნელა ყველასათვის გადამდები გახდა, მათ შორის ჩვენი კლიენტებისათვის და რაც მთავარია იმ გუნდისათვის, რომელიც ყოველდღიურად ენერგიას არ იშურებენ იმისათვის, რომ ჩვენს საერთო მიზნებს ხორცი შევასხათ. ისინი გამოიჩევიან შრომისმოყვარეობით, საქმისამი პოზიტიური და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომებით. სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენენ ჩვენს მთავარ ძალას და გვჯერა, რომ მათთან ერთად, ჩვენ ვცვლით.

 

      ექსპერტიზა

  • IFRS დანერგვა
  • Due Diligence
  • დანახარჯების ოპტიმიზება
  • ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები

მარიამის შესახებ

მარიამს აქვს 5 წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო მომსახურების, აუდიტის და ტრენერობის მიმართულებით, ის ასევე არის ACCA-ის წევრი. SavvY-ის დაარსებამდე მარიამი მუშაობდა უფროს აუდიტორად KPMG-ში და რისკების მენეჯერად თიბისი ბანკში, ყველაზე მსხვილ კომერციულ ბანკში საქართველოში. მარიამს აქვს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში და არის ჰარვარდის ბიზნეს სკოლის HBX CORe პროგრამის კურსდამთავრებული

საკონტაქტო ინფორმაცია

სოციალური ქსელები

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში