ქართულენოვან მსს ფასს ტრენერთა ტრენინგისთვის შესარჩევი კონკურსი იწყება

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ის ფარგლებში SavvY  ახორციელებს ერთწლიან  საგრანტო პროგრამას,  მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის საწარმოებისთვის განკუთვნილი მსს ფასს სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამას, რომლის მთავარი დაინტერესებული მხარეა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS)

დასრულდა ინგლისურენოვანი მსს ფასს ტრენერთა ტრენინგისათვის შესარჩევი კონკურსი,რომელშიც მონაწილეობა 150-მდე კანდიდატმა მიიღო. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები, ასევე კანდიდატები ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან, ასევე კერძო სექტორიდანაც.  ტრენერთა შერჩევაში SavvY-თან ერთად ინტენსიურ მონაწილეობას იღებდა, როგორც USAID(G4G), ასევე  ზედამხედველობის სამსახური (SARAS).

შეირჩა 30 საუკეთესო კანდიდატი, რომლებიც 8-12 ოქრომბრის ჩათვლით გაივლიან ინტენსიურ ტრენერთა ტრენინგს. 5-დღიან ტრენინგს გაუძღვება აღრიცხვიანობის განათლების და ტრენინგების საერთაშორისო კონსულტანტი მაიკლ უელსი, რომელსაც მსგავს ქვეყნებში ტრენერთა ტრენინგების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს.

SavvY უკვე იწყებს შესარჩევ კონკურსს ქართულენოვანი მსს ფასს ტრენერებისათვის, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდება და რომელსაც 8-12 ოქტომბერს გადამზადებული ტრენერებიდან საუკეთესოები გაუძღვებიან.

კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს:

  1. რეგისტრაციის გავლას ჩვენს ვებ-გვერდზე (რეზიუმეს და მცირე ზომის სამოტივაციო წერილის ატვირთვა)
  2. ფასს სტანდარტების ცოდნის დონის შესამოწმებელ ტესტირებას
  3. პრეზენტაციასა და გასაუბრებას.

დაინტერესებულმა პირებმა, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით.

 



Leave a Reply