ტრენინგები დამწყები მეწარმეებისთვის

„ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია – ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ინიციატივის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და კახეთში მოქმედი ახალგაზრდა მეწარმეებისთვისთვის  საკონსულტაციო კომპანია SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ და პარტნიორმა თორნიკე ჩხაიძემ  ჩაატარეს ორ დღიანი ტრეინინგ კურსი, ხოლო ტრეინინგ კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს დღემდე უწევს ინდივიდუალურ კონსულტაციას.

ტრენინგები კახეთში, კონკრეტულად კაჭრეთში 31 ივლისსა და 1 აგვისტოს, ხოლო თბილისში 15-16 ოქტომბერს ჩატარდა.

დასაწყისისათვის იმაში დასარწმუნებლად, რომ  შემუშავებული სამოქმედო გეგმა იყო ცხადი და ზუსტად პასუხობდა არსებულ გამოწვევებს, მოხდა აქტიური კომუნიკაცია კლიენტებთან. შეფასდა ტრენინგის მონაწილეთა საჭიროებები და შესწავლილ იქნა ადგილობრივი ბიზნეს გარემო.

ტრენინგის მსვლელობისას განიხილეს შემდეგი საკითხები : ბიზნეს დაგეგმვა, ბიზნეს მართვა, მარკეტინგი და PR , ბიზნესის განვითარება და ფინანსები. თითოეული მოდულის მოსმენის შემდეგ, პროგრამის მონაწილეებმა  იცოდნენ თუ რა საკითხებზე უნდა გააკეთონ მომავალში აქცენტები ბიზნესის დაგეგმვისას და მართვისას, როგორ უნდა გამოიყენონ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხები, რა უნდა გაითვალისწინონ ბიზნესის გაფართოებისას და როგორ უნდა აწარმოონ ფინანსური ანგარიშგება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ სპიკერები ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა: APMA, აწარმოე საქართველოში, მილენიალ ჰაბი და შემოსავლების სამსახური.

ტრეინინგის შემდგომი პერიოდი, პროექტის საბოლოო ეტაპის დაწყებამდე, მთლიანად ეთმობა ტრენერებთან კონსულტაციებს.

  

 



Leave a Reply