ვაკანსია

 

სტაჟირების პროგრამა

 

SavvY Consulting არის ადგილობრივი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომლის მიზანია საქართველოში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება და თანამედროვე პროფესიონალური ბიზნესის მართვის სტანდარტების და ღირებულებების დანერგვა.

კომპანიის მთავარი სტრატეგიაა ადამიანური რესურსების გამოყენებით ღირებულების შექმნა. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ პროფესიონალიზმს და მუდმივ განვითარებას.

SavvY-ს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, კომპანია ეძებს მოტივირებულ და მიზანდასახულ სტაჟიორებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს გუნდს და ჩაებმებიან კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში. პროგრამის მონაწილეებს ექნებათ მიმდინარე საინტერესო პროექტებზე მუშაობის საშუალება - ისინი მიიღებენ გამოცდილებას კომპანიის სამივე დეპარტამენტში - ფინანსური, მენეჯმენტი და System Solutions.

იდეალურ კანდიდატს უნდა გააჩნდეს სწავლის და მუდმივი განვითარების სურვილი. ასევე, ის უნდა იყოს მოტივირებული როგორც საქართველოს, ასევე რეგიონალური ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად.

წარმატებულ კანდიდატებს ჩვენ ვთავაზობთ:

- საინტერესო და ინოვაციურ სამუშაო გარემოს

- კონკურენტულ ანაზღაურებას და სხვა დამატებით ბენეფიტებს

- მუდმივი პროფესიული განვითარების პროგრამის დაფინანსებას (ACCA, PMP, CFA, Harvard Business School- ის და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების ოფიციალურ კურსებს , ასევე ონლაინ და Campus ტრენინგებს)

- თანამედროვე მუშაობის ხარისხის შეფასების სისტემას, რომლის მიხედვითაც კანდიდატს ექნება საშუალება სწრაფი კარიერული განვითარების და მისი მუშაობის ხარისხის მუდმივი ობიექტური შეფასების შესაძლებლობა. 

- სტაჟირების შემდგომ კომანიაში პოზიციის შეთავაზების შესაძლებლობას.

აუცილებელი მოთხოვნები

  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • სულ მცირე 3.0 GPA (გთხოვთ, CV-ში აუცილებელია მიუთითოთ GPA)
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, დამატებით სასურველია ერთი უცხო ენის კარგ დონეზე ცოდნა
  • პროგრესული აზროვნების უნარი
  • ტექნოლოგიებთან და სისტემებთან მუშაობის უნარი
  • მიზანდასახულობა და ამბიციური კარიერული გეგმები
  • ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
  • ასაკი 20 - 25 წელი


სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი; სრული განაკვეთი
ხანგრძლივობა: 6 თვე
ანაზღაურება: კი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV და შევსებული აპლიკაციის ფორმა 30 მარტის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@savvy.ge

გადმოწერეთ სააპლიკაციო ფორმა

შევსებული აპლიკაციის ფორმის გარეშე თქვენი კანდუდატურა არ განიხილება.

`