დისტანციური მუშაობის 8 პრინციპი

კომპანიის ხელმძღვანელები ფიქრობენ თუ როგორ შეინარჩუნონ გუნდურობა მაშინ, როდესაც თანამშრომლები ოფისში აღარ იქნებიან და ყველა დისტანციურად, სხვადასხვა ადგილიდან, იმუშავებს. ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა, გვთხოვს რეკომენდაციებს თუ როგორ შეინარჩუნონ გუნდის პროდუქტიულობა. გაგაცნობთ რამდენიმე საუკეთესო პრაქტიკას ერთობლივი მუშაობის შესანარჩუნებლად, როდესაც თქვენი თანამშრომლები სხვადასხვა ადგილას იმყოფებიან:

ოამზადეთ თქვენი გუნდი სახლიდან მუშაობისთვის

მანამ, სანამ ოფისიდან სახლში მუშაობაზე გადახვალთ, დარწმუნდით, რომ თქვენს გუნდს აქვს ყველა საჭირო ინსტუმენტი და მოწესრიგებული სამოქმედო გეგმა. ჩამონათვალში მოცემულია კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გაგიადვილებთ ამ ყველაფერს.

1.შექმენით “team alias”, რომ მარტივად შეინარჩუნოთ ერთმანეთთან კონტაქტი. გუნდის წევრების ელ-ფოსტების სია დაგეხმარებათ მარტივად გაცვალოთ ინფორმაცია, ხოლო “chat room” ხელს შეუწყობს დისკუსიების უფრო სწრაფად წარმართვას.

2.შეამოწმეთ გაზიარების ნებართვები მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, რათა თანამშრომლებმა შეძლონ მათი საჭიროებისამებრ კორექტირება ან/და კომენტარის გაკეთება. რეკომენდირებულია Drive-ის გამოყენება, სადაც თქვენი გუნდის წევრებს, ნებისმიერი მოწყობილობიდან ექნებათ წვდომა და შეძლებენ: შეინახონ, მოძებნონ, ერთმანეთს გაუზიარონ და ჩამოტვირთონ სასურველი ინფორმაცია.

3.დაგეგმეთ შეხვედრები ახლავე.  გააგზავნეთ მოწვევები google calendar-ში, შექმენით დღის წესრიგი და ყველა შეხვედრას მიამაგრეთ შესაბამისი დოკუმენტი. ასევე, დარწმუნდით, რომ ყველამ კარგად იცის როგორ ისარგებლოს ვიდეო შეხვედრებით.

ეინარჩუნეთ ჩართულობა და ორგანიზებულობა თქვენს გუნდში

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ თქვენი გუნდი მზადაა სახლიდან მუშაობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია და ერთნაირი დამოკიდებულება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით.

4.მოაწყეთ ყოველდღიური ვიდეო შეხვედრები თქვენს თანამშრომლებთან, რათა შეინარჩუნოთ მუდმივი კავშირი. ზოგისთვის სახლიდან მუშაობა შეიძლება ნიშნავდეს იზოლაციას, ვიდეო კონფერენციები კი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ თანამშრომლებში ჩართულობის შეგრძნება გაიზარდოს. საჭიროების შემთხვევაში შეეცადეთ ჩანდეთ კამერაში, დასვით საკითხის შესაბამისი კითხვები საუბრის გასაღვივებლად. თუ საათობრივი სხვაობა ხელს უშლის შეხვედრაზე ყველას დასწრებას, მაშინ ჩაიწერეთ ვიდეო – მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ შეხვედრის მონაწილეები ვიდეოს ჩაწერის წინააღმდეგები არ არიან.

5.რეგულარულად გააზიარეთ სიახლეები და მიზნები. სიახლეების გაზიარება კიდევ ერთი კარგი საშუალებაა, რომ პერსონალმა შეინარჩუნოს ჩართულობა. იმისთვის, რომ ყველა საქმის კურსში იყოს, საშუალება მიეცით მიყვნენ მიმდინარე მოვლენებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ჯგუფური ჩატის საშუალებით მოხდება თუ გაზიარებული დოკუმენტის. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ შიდა საიტი, ერთგვარი საერთო სივრცე თქვენი პერსონალისთვის, სადაც თავს მოუყრით მნიშვნელოვან ინფორმაციას და რესურსებს.

6.შეინარჩუნეთ სამუშაო ეტიკეტი. ის, რომ თქვენი გუნდი არ არის ოფისში, არ ნიშნავს, რომ ისინი არ არიან დაკავებულები. შეამოწმეთ კალენდარი სანამ შეხვედრას ჩანიშნავთ ან ჩატში ჰკითხეთ, თუ მათთვის რამდენად შესაფერისი დროა სალაპარაკოდ. თქვენ ასევე შეგიძლიათ მუდმივად, აქტიურად მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს თანამშრომლებს საკუთარი ხელმისაწვდომი დროის შესახებ კალენდარში საკუთარი სამუშაო საათების ჩანიშვნით. ამ გზით, თუ თქვენი გუნდის წევრი შეეცდება ჩანიშნოს შეხვედრა თქვენს არასამუშაო საათებში, მას მიუვა გამაფრთხილებელი შეტყობინება.

ამუშაოს შესრულება სახლიდან Wi-Fi- დახმარებით

სახლში ინტერნეტისა და სივრცის გაზიარება ნიშნავს მათი მოთხოვნილებების გათვალისწინებას, ვინც თქვენთან ერთად ცხოვრობს. ჩამონათვალში მოცემულია რამდენიმე რჩევა ამის შესახებ:

7.არ დაუთმოთ მთელი დღე ვიდეო ზარებს. გუნდთან კავშირის დასამყარებლად უამრავი საშუალება არსებობს, იქნება ეს “chat room”, საერთო, გაზიარებული დოკუმენტი, თუ მოკლე საქმიანი ზარები. შეარჩიეთ ის, რაც თქვენთვის ყველაზე მისაღებია.

8.შეიქმენით თქვენთვის ყველაზე კომფორტული გარემო. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ რამდენიმე სხვადასხვა მეთოდი, სანამ აღმოაჩენთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელს. დააკვირდით, თუ როდის ხართ ყველაზე მობილიზებულები და თან ხელს არ უშლით სხვებს. აქ შეგიძლიათ იხილოთ 6 რჩევა გამართული ვიდეო ზარებისთვის, მათ შორის, ისიც, თუ როგორ უნდა ჩართოთ ლაივი ისე, რომ შეგეძლოთ ტრანსკრიპტის წაკითხვა ( დააჭირეთ აქ ).

 

წყარო: დააჭირეთ აქ