პროცესების გაუმჯობესება ბიზნესის განვითარების განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია სამუშაოს დროის აჩქარება. კომპანიებში აუცილებელი გახდა ახალი სისტემების დანერგვა და ოპტიმალური პროცესების შექმნა გამჭვირვალობის, გაზომვადობისა და შესადარისობის უზრუნველსაყოფად. დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდა და სამუშაო საათების ოპტიმალური გამოყენება კი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

დღევანდელ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიებმა სწორად მართონ ადამიანური რესურსი, გაზომონ დროითი დანახარჯები და თანამშრომლების შესრულების შეფასება მოახდინონ ობიექტურ არგუმენტებზე დაყრდნობით. დისტანციური მუშაობის პირობები კომპანიებისთვის და HR მენეჯერებისთვის გამოწვევაა, რადგან თანამშრომლების მიერ დახარჯული დროის, მათ მიერ შესრულებული სამუშაო დავალებების აღრიცხვა და განვითარების მიზნით თანამშრომელთა სუსტი მხარეების აღმოჩენა დისტანციური მუშაობის პირობებში კიდევ უფრო რთული გახდა.

SavvY_ის გუნდმა GEclose2EU-ს პროექტის ფარგლებში შექმნა გუნდის მართვის პლატფორმა Time SavvY, რომელიც მენეჯმენტს ეხმარება თვალყური მიადევნოს, გაზომოს და შესაბამისად, შეაფასოს გუნდის მუშაობის ეფექტურობა. თავად გუნდის წევრებს კი ეხმარება გააუმჯობესონ მათი შესრულება, გახდნენ უფრო ეფექტურები, დახვეწონ დროის მართვის უნარები, რაც, საბოლოოდ, კარიერული შესაძლებლობების გარანტიაა.

ისეთი კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროექტებზეა დაფუძნებული ან მისი სტრუქტურა შედგება თვითმყოფადი დეპარტამენტებისგან/მიმართულებებისგან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქონდეს ინსტრუმენტი, ამ შემთხვევაში პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს თვალყური მიადევნოს როგორც დროით დანახარჯებს პროექტების ან დეპარტამენტების ჭრილში, ასევე შემოსავლებს პროექტების ან დეპარტამენტების/მიმართულებების ჭრილში.

Time SavvY-ის ფუნქციონალი საშუალებას იძლევა მოხდეს:

  • თითოეული თანამშრომლის მხრიდან სამუშაო დავალებების და შესაბამისი დროის აღრიცხვა
  • შვებულებების და დასვენების დღეების აღრიცხვა
  • თითოეული თანამშრომლის ნამუშევარი დროის ავტომატური დაანგარიშება დავალებების, პროექტების, დეპარტამენტების ჭრილში
  • წარსადგენი რეპორტების ავტომატური დაგენერირება
  • თითოეული თანამშრომლის ნამუშევარი დროის ტრანსფორმაცია ხარჯში ხელფასის მიხედვით და გადანაწილება დავალებების, პროექტებისა და დეპარტამენტების ჭრილში
  • თანამშრომლის პროდუქტიულობის გაზომვა და განვითარების დაგეგმვა

პლატფორმის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს თანამშრომლების ტაბელი (თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვა), რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბრძანებით სავალდებულო მოთხოვნაა კომპანიებისთვის.

გარდა ამისა, პლატფორმა გამოიყენება, როგორც თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის ცენტრალიზებული სისტემა.

ავტომატური რეპორტინგი დეპარტამენტების მომგებიანობის, პროექტების მომგებიანობის და დავალებებზე გაწეული დროისა და ხარჯის შესახებ, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მენეჯმენტისთვის პროცესების ოპტიმიზაციის, ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების, HR სტრატეგიის გაწერისთვის და ზოგადად, პროექტების და დეპარტამენტების მომგებიანობის შესაფასებლად.

ჩვენ წარმატებით მოვახდინეთ Time.SavvY-ის დანერგვა ჩვენს კომპანიაში და გუნდი სრულად გადასულია ამ ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებაზე ყოველდღიურ საქმიანობაში.

იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც გსურთ გააუმჯობესონ ბიზნესმოდელი, მოახდინონ საკუთარი ბიზნეს პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია, უზრუნველყონ ორგანიზაციული მოქნილობა, დაზოგონ ხარჯები და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი, Time.SavvY ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია.