მრჩეველთა საბჭო
SavvY-ის მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტებულია სექტორის წამყვანი პროფესიონალებით. საბჭოს წევრები მონაწილეობას იღებენ კომპანიის სტრატეგიის შემუშავებაში და კომპანიას კომპეტენციის შესაბამისად აძლევენ რჩევებისა და რეკომენდაციებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: ახალი ბაზრის ათვისება, კომპანიის ზრდა, მსოფლიო ტენდენციები და ა.შ. მრჩეველთა საბჭოს შეხვედრები იმართება წელიწადში რამდენჯერმე, საჭიროების მიხედვით, სადაც საბჭოს წევრები აფასებენ კომპანიის ახლანდელ მგომარეობასა, ხოლო კომპანიის მმართველები მათგან იღებენ რჩევებს სამომავლო სტრატეგიისა და ტაქტიკური ნაბიჯების შესახებ. საბჭოს წევრობა არაანაზღაურებადია.