20191106174525

პირველი ბრენდული სასტუმრო გუდაურში

2019 წლის ბოლოს, გუდაურში Best Western Hotels & Resorts-ის ქსელში შემავალი მეშვიდე სასტუმრო გაიხსნება. Best Western Gudauri-ს პროექტის საინვესტიციო მოცულობა 5 მილიონ ლარს შეადგენს და მისი გახსნა დეკემბერში იგეგმება. აღნიშნული ადგილი, იქნება პირველი ბრენდული სასტუმრო გუდაურში, რომელიც სრულად შეესაბამება, როგორც ქსელის, ასევე ყველა საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტს. Best Western Gudauri-ში მომხმარებელს შეეძლება სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება, როგორებიცაა სარელაქსაციო, სპორტული და კვების ობიექტები, ასევე სასტუმროს ექნება სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის.
2018 წლიდან შპს „პასკი“ ჩვენი პარტნიორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე Best Western Gudauri -ს სახელით იქნება წარმოდგენილი.

SavvY-მ ამ პროექტისთვის ბიზნეს გეგმა მოამზადა და დაეხმარა დამკვეთს დაფინანსების მოზიდვაში.