-
SavvY-ისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას (GFA) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
- ივნისი 22, 2021
- Posted by: SavvY
- კატეგორია: სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არისმემორანდუმის მიზანია კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, პროფესიული კომპეტენციის ურთიერთგაცვლა და კორპორატიული ზრდის ხელშეწყობა. -
SavvY_ის მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა შემფუთველთა კლასტერის საინფორმაციო შეხვედრაზე წარდგა თემით: „საჭიროა თუ არა წარმატებული ბიზნესისთვის დღეს ბიზნეს გეგმა?“. შეხვედრა ჩატარდა თელავში
- ივნისი 18, 2021
- Posted by: SavvY
- კატეგორია: სიახლეები
შეხვედრების მსვლელობაში განიხილებოდა კერძო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, კომპანიის ბიზნეს-მოდელისა და განვითარების გეგმის შექმნა, სერტიფიცირებისა და მართვის სტანდარტების დანერგვა, ფინანსებზე წვდომა, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები. შეხვედრებს ესწრებოდნენ ბიზნესისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, სოფლის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საკონსულტაციო და საფინანსო დაწესებულებების თანამშრომლები. რეგიონული შეხვედრების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), #EU4Business პროგრამის ფარგლებში. -
თანამშრომლის შეფასების მართვა
- ივნისი 8, 2021
- Posted by: SavvY
- კატეგორია: სტატიები
თანამშრომლების შეფასება HR სტრატეგიის ნაწილია, რომელიც კომპანიის შედეგების მართვის ერთ-ერთ კომპონენტად გამოიყენება და გარკვეული პერიოდულობით გუნდის წევრების ინდივიდუალური შედეგებისა და მთლიანი კომპანიის მიზნების მიმართ კონტრიბუციის ანალიზს გულისხმობს. ეს პროცესი მენეჯმენტს, ერთი მხრივ, ეხმარება შეაფასოს კომპანიის შედეგები ინდივიდუალური და გუნდური შედეგების გაანალიზების გზით და, მეორე მხრივ, თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. თანამშრომლების შეფასების რამდენიმე მიდგომა