კონსულტანტი Funding - ის მიმართულებით

SavvY არის ქართული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომლის მიზანია ახალი, ინოვაციური და თანამედროვე მეთოდებით შეცვალოს ბიზნეს კლიმატი საქართველოში. ჩვენი ამბიცია, ვიყოთ ქვეყნის და რეგიონის ლიდერი საკონსულტაციო კომპანია, არ ეფუძნება მხოლოდ საუკეთესო ფინანსური და სტრატეგიული მართვის სტანდარტებისა და პროცესების შექმნას, არამედ ჯანსაღი და კონკურენტული სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ადამიანებში საუკეთესო თვისებების გაღვივების უნარზე.

ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი მთავარი ძალა ზრდაზე ორიენტირებული და მიზანდასახული ადამიანების ერთობაა, რომლებსაც აქვთ მიზანი და ამბიცია, შეცვალონ ჩვენთან ერთად.

ჩვენი გუნდი ეძებს Funding – ის მიმართულებით კონსულტანტს:

Department: ფინანსური დივიზია
Project Location(s): თბილისი, საქართველო

შენს მოვალეობებში შევა:

  • კლიენტთან ვიზიტი და ინტერვიუს ჩატარება, კომპანიის ფინანსურ- ანალიტიკური დიაგნოსტიკის მიზნით;
  • კლიენტის ფინანსური ინფორმაციის დეტალური შესწავლა და ანალიზი;
  • სამიზნე კომპანიების საპროგნოზო მონაცემების დამუშავება, მოდელირება და ანალიზი
  • Due Diligence – ანგარიშის მომზადება შემუშავებული ანალიტიკური მოდელების გამოყენებით
  • კლიენტთან საბოლოო ვიზიტი, შესრულებული სამუშაოს დეტალური გაცნობა და კითხვებზე ამომწურავი პასუხების მიწოდება.

შენ:

  • უნდა გქონდეს განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • ACCA-ს F7, F9 (CFA Levev 1) ან მისი ექვივალენტი ცოდნის და უნარების ფლობა ჩაგეთვლება უპირატესობად;
  • Microsoft Office (Excel, Word, Powerpoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უნდა გქონდეს მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით;
  • უნდა იცოდე ინგლისური ენა მაღალ დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას და სხვა დამატებით ბენეფიტებს;
  • საინტერესო და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;
  • მუდმივი პროფესიული განვითარების პროგრამის დაფინანსებას (ACCA, PMP, CFA);
  • მუშაობის ხარისხის თანამედროვე შეფასების სისტემას, რომლის მიხედვითაც კანდიდატს ექნება საშუალება სწრაფი კარიერული განვითარების და მისი მუშაობის ხარისხის მუდმივი, ობიექტური შეფასების შესაძლებლობა.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში