სტაჟიორი Funding-ის მიმართულებით

avvY არის ქართული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომლის მიზანია ახალი, ინოვაციური და თანამედროვე მეთოდებით შეცვალოს ბიზნეს კლიმატი საქართველოში. ჩვენი ამბიციაა, ვიყოთ ქვეყნის და რეგიონის ლიდერი საკონსულტაციო კომპანია. ჩვენ არ ვცდილობთ მხოლოდ საუკეთესო ფინანსური და სტრატეგიული მართვის სტანდარტებისა და პროცესების შექმნას, არამედ ვქმნით ჯანსაღ და კონკურენტულ სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე და ადამიანებში საუკეთესო თვისებების გაღვივების უნარზე.

ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი მთავარი ძალა ახალგაზრდა, ზრდაზე ორიენტირებული და მიზანდასახული ადამიანების ერთობაა, რომელებსაც აქვთ მიზანი და ამბიცია, შეცვალონ ჩვენთან ერთად.

ჩვენი გუნდი ახალ სტაჟიორებს იწვევს, Funding-ის მიმართულებითმომავალი დასაქმების პერსპექტივით:

  • გაქვს გლობალური და ამბიციური აზროვნება?
  • არ უშინდები ცვლილებებს?
  • გინდა გაიზარდო და აღმოაჩინო რა გამოგდის ყველაზე კარგად?

მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა:

Department: ფინანსური დივიზია
Project Location(s): თბილისი, საქართველო

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკრეტულ ანაზღაურებას და სხვა დამატებით ბენეფიტებს;
  • საინტერესო და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;
  • მუდმივი პროფესიული განვითარების პროგრამის დაფინანსებას (ACCA, CFA, PMP)
  • თანამედროვე მუშაობის ხარისხის შეფასების სისტემას, რომლის მიხედვითაც კანდიდატს ექნება სწრაფი კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

შენ აუცილებელია:

  • იყო სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • გქონდეს ბუღალტერიის და ფინასების საბაზისო ცოდნა;
  • იცოდე ინგლისური მაღალ დონეზე;
  • იყო დეტალებზე ორიენტირებიული.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში