კონსულტანტი ფინანსურ დივიზიაში

SavvY არის ქართული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომლის მიზანია ახალი, ინოვაციური და თანამედროვე მეთოდებით შეცვალოს ბიზნეს კლიმატი საქართველოში. ჩვენი ამბიცია, ვიყოთ ქვეყნის და რეგიონის ლიდერი საკონსულტაციო კომპანია, არ ეფუძნება მხოლოდ საუკეთესო ფინანსური და სტრატეგიული მართვის სტანდარტებისა და პროცესების შექმნას, არამედ ჯანსაღი და კონკურენტული სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ადამიანებში საუკეთესო თვისებების გაღვივების უნარზე.

ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი მთავარი ძალა ზრდაზე ორიენტირებული და მიზანდასახული ადამიანების ერთობაა, რომლებსაც აქვთ მიზანი და ამბიცია, შეცვალონ ჩვენთან ერთად.

ჩვენი გუნდი ეძებს ფინანსურ დივიზიაში კონსულტანტს.

შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: Info@savvy.ge . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

Department: ფინანსური დივიზია
Project Location(s): თბილისი, საქართველო

შენს მოვალეობებში შევა:

  • საჭიროების შემთხვევაში გუნდის წევრებისათვის დავალებების გადანაწილება, მათ შესრულებაზე კონტროლი და შესრულებული სამუშაოს შემოწმება;
  • კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა;
  • კლიენტთან ვიზიტი და ინტერვიუს ჩატარება, კომპანიის ფინანსური აღრიცხვიანობის დიაგნოსტიკის მიზნით;
  • კლიენტის საბუღალტრო აღრიცხვის დეტალური შესწავლა და ანალიზი;
  • კლიენტის საბუღალტრო ჩანაწერების IFRS-ის მიხედვით კორექტირებისათვის ფინანსური ანგარიშგების ცალკეულ მუხლებზე შესაბამისი პროცედურების ჩატარება;
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშის მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისათვის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;
  • კლიენტთან საბოლოო ვიზიტი, შესრულებული სამუშაოს დეტალური გაცნობა და კითხვებზე ამომწურავი პასუხების მიწოდება;
  • თანაგუნდელების დახმარება ტექნიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში;
  • საკონსულტაციო მომსახურების განვითარებაზე ზრუნვა და ინოვაციური იდეების პროაქტიულად გენერირება;

შენ:

  • უნდა გქონდეს განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • უნდა გქონდეს მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება IFRS მიმართულებით;
  • აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაგეთვლება უპირატესობად;
  • უნდა იცოდე ბუღალტრული აღრიცხვა საფუძვლიანად;
  • უნდა იცოდე IFRS სტანდარტები საშუალო დონეზე;
  • ACCA-ს F1, F2, F3 და F7 დონეების ფლობა ჩაგეთვლება უპირატესობად;
  • უნდა იცოდე Microsoft Office (Excel, Word, Powerpoint) საშუალო დონეზე;
  • უნდა იცოდე ინგლისური ენა მაღალ დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას და სხვა დამატებით ბენეფიტებს;
  • საინტერესო და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;
  • მუდმივი პროფესიული განვითარების პროგრამის დაფინანსებას (ACCA, PMP, CFA);
  • მუშაობის ხარისხის თანამედროვე შეფასების სისტემას, რომლის მიხედვითაც კანდიდატს ექნება საშუალება სწრაფი კარიერული განვითარების და მისი მუშაობის ხარისხის მუდმივი, ობიექტური შეფასების შესაძლებლობა.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში