COVID-19-ის გამოწვევები მსოფლიო ეკონომიკას

ახალი კორონავირუსი, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 160 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფიქსირდება, დაავადებით 180,000 – ზე მეტი ადამიანი ინფიცირდა, მათგან 7000-ზე მეტი დაიღუპა, ხოლო 78 000-ზე მეტი სრულად გამოჯანმრთელდა.  COVID19 ფართოდ გავრცელებულია ჩინეთში, ევროპაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში. ვირუსი სწრაფი გლობალური გავრცელების გამო, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. 

პანდემიის გამო, მსოფლიოს ეკონომიკური რეგიონები და თითოეული ქვეყნის ბიზნესის სხვადასხვა სექტორი სერიოზული ეკონომიკური საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. COVID19-ის ფართოდ გავრცელებამ  მსოფლიოს საფონდო ბირჟებზეც დიდი გავლენა იქონია. თებერვლის ბოლო კვირას აქციების ფასი ბოლო ათწლეულის მინიმუმზე დაეცა. მოცემული სიტუაციის მუდმივი კონტროლი და მჭიდრო კოორდინაცია საუკეთესო წამალია იმისთვის, რომ ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური ტკივილი შედარებით ხანმოკლე აღმოჩნდეს.

ბევრმა სახელმწიფომ თუ საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა უკვე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით და გაატარა რიგი მასტიმულირებელი ღონისძიებები კერძო სექტორის დასახმარებლად.

კანადის ბანკმა საპროცენტო განაკვეთები ნახევარი პროცენტით შეამცირა, ეს სწრაფად გადადგმული ნაბიჯი ბანკმა ქვეყნის ეკონომიკის კორონავირუსისგან გამოწვეული დარტყმის თავიდან ასაცილებლად გააკეთა. კანადის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მომავალ კვირას ქვეყნის ორი უმსხვილესი ბიზნეს დაფინანსების სააგენტო ფისკალური სტიმულირების პაკეტის სახით დამატებით 7.1 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს მოსალოდნელი კრიზისის გადატანაში. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მყისიერად გადადგა რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი კრიზისის დასაძლევად. ჩაიკეტა საზღვრები ევროპის 30-მდე ქვეყანასთან და ეს რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ამ კრიზისულ პერიოდში მნიშვნელოვანია ხალხს ნაღდი ფულის სახით დანაზოგი ჰქონდეს.  ამის ყველაზე ეფექტურ გამოსავალს კი სახელფასო გადასახადების გაუქმებაში ხედავს. ტრამპმა კონგრესს საშემოსავლო გადასახადის 2020 წლის ბოლომდე გაუქმების თხოვნით უკვე მიმართა. გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ისეთ დიდ სამომხმარებლო პროდუქტებით მოვაჭრე კომპანიებთან, როგორებიც “Walmart-ი” და “Target-ია”.

კვირას საღამოს ანალიტიკოსები ფედერალური სარეზერვო სამსახურის მიერ შესაბამისი ზომების მიღებას ელიან, რომელიც ფასიანი ქაღალდის ბაზარზე ლიკვიდურობის განმტკიცებას ისახავს მიზნად. ამ ქმედების ძირითადი მიზანი ლიკვიდურობის მართვაა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2008 წლის კრიზისის დროსაც სწორედ ამ მეთოდს მიმართა. 

ლიკვიდურობა – ანუ მყიდველებისა და გამყიდველების მარტივად ურთიერთობის შესაძლებლობა – ბოლო პერიოდში დასუსტდა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, რადგან კორონავირუსმა საკრედიტო ბაზრები გააფართოვა და შეამცირა ფასიანი ქაღალდების ფასი. ამავდროულად, აშშ-ს ხაზინა და ფედერალური სარეზერვო სისტემა აქტიურად მუშაობენ ბაზრების გახსნისა და “შეუზღუდავი ლიკვიდურობის” უზრუნველსაყოფად.

აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა ასევე მზაობა გამოთქვა, 700 მლრდ დოლარიანი შესყიდვების პროგრამის დაწყების შესახებაც, რომლის ფარგლებშიც მომდევნო თვეების განმავლობაში მის კუთვნილ სახაზინო ობლიგაციების პორტფელს მინიმუმ – 500 მლრდ დოლარით, იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების პორტფელს კი მინიმუმ – 200 მლრდ დოლარით გაზრდის.

შექმნილი ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე ევროპა მილიარდობით ევროს დახმარების გამოყოფას აპირებს, რათა თავიდან აიცილოს კორონავირუსით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური რეცესია და ფინანსური კრიზისი. 

ბერლინში, პარიზში, ბრიუსელსა და ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში ევროპის ლიდერები სრულ მზაობას გამოთქვავენ მოსალოდნელი უარყოფითი მოლოდინის აღმოსაფხვრელად, რათა არ დაუშვან ათი წლის წინათ მომხდარი ფინანსური კრიზისის განმეორება, რომლის ჭრილობებიც დღემდე არ მოშუშებია ევროპის ეკონომიკას. 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი, განცხადებით, კრიზისზე ევროკავშირის საპასუხო პაკეტი მოიცავს წევრი სახელმწიფოებისთვის მოქნილი ქმედებების გატარების უფლების მიცემას საბიუჯეტო დეფიციტებისა და სახელმიწფო დახმარებების გაცემაზე. მისივე თქმით, კომისია გამოყოფს 37 მილიარდ ევროს, რათა ებრძოლოს კორონავირუსის მიერ ეკონომიკასა და ჯანდაცვაში გამოწვეულ პრობლემებს. ასევე, ევროკავშირი კორპორატიული სექტორის დასახმარებლად 100,000 ფირმას 8 მილიარდ ევროს სესხის გარანტიას მისცემს.

  გერმანიამ დაანონსა, რომ ყველა ძალას იხმარს ბიუჯეტის დასაბალანსებლად და ბიზნესს იმ საჭირო რაოდენობის კრედიტებს შესთავაზებს, რაც მათ ბაზარზე საოპრაციოდ დასჭირდებათ. ასევე, გერმანია კომპანიების ნაწილს გადასახადებისგან სრულად გაათავისუფლებს, ხოლო ნაწილს კი გადაუვადებს მათ. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის თქმით, ქვეყანას დიდი გამოცდილბა აქვს მიღებული წინა ფინანსური კრიზისებიდან.

საფრანგეთი ჰუმანიტარულ კომპენსაციებს დაპირდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც ხელფასის გარეშე დარჩნენ. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უმუშევრობის დონის ზრდის შეჩერებაა. პრეზიდენტ მაკრონის თქმით, დაადგენენ თუ რა დანაკარგები მიიღეს პატარა ფირმებმა, რათა სახელმწიფო მხარში დაუდგეს მათ.

 იტალია, რომელიც მოვლენების ეპიცენტრშია, ევროპისგან მრავალ მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური დახმარების პაკეტის მიღებას ელოდება. იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა გახარჯოს 25 მილიარდი ევრო ეკონომიკის სტიმულირებისთვის.

ესპანეთმა, პორტუგალიამ, ნიდერლანდებმა და დანიამ ეკონომიკის დახმარების მიზნით დაანონსეს გადასახადების გადავადება, გრძელვადიანი სესხები ბიზნესისთვის და ანაზღაურებადი სამსახურეობრივი შვებულებები. ევროზონის გარეთ, ბრიტანეთმა დაანონსა ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 30 მილიარდი ფუნტი ბიზნესისა და დაზარალებული დასაქმებულთათვის. 

 კორონავირუსული პანდემიის ეკონომიკური გავლენის გასამკლავებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) რეგიონის განვითარებად ქვეყნებს  მილიარდი ევროს ღირებულების სოლიდარობის პაკეტით დაეხმარება. ფინანსური ინსტიტუტის განცხადებით, ეს არის საწყისი რეაგირება კრიზისზე და საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად არიან მეტი დახმარებისთვის.  კრიზისის დასაძლევად, ბანკი აქტიურად თანამშრომლობს სხვა საინვესტიციო ინსტიტუტებთანაც. EBRD გეგმავს უკვე არსებული სესხების პირობების შეცვლასა და მათ რესტრუქტურიზაციას, საკრედიტო ვადის გახანგრძლივების გზით.

 დასავლური ქვეყნების მსგავსად COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევას აზიური ქვეყნებიც ინტენსიურად ცდილობენ. 

კორონავირუსის მზარდმა გავრცელებამ, ძალზედ იმოქმედა ნავთობის მომპოვებელ და ექსპორტიორ ქვეყნებზე, ისეთი როგორიც, საუდის არაბეთია. ნავთობის ფასი ერთი თვის განმავლობაში რეკორდულად შემცირდა.

ჩინეთმა ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად 110.5 მილიარდი იუანი (15.9 მილიარდი დოლარი) გამოყო. პეკინმა დაფინანსება გაზარდა კორონავირუსით განსაკუთრებულად დაზარალებული რეგიონებისთვის. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა შეამცირა სავალუტო სესხების განაკვეთი, ბანკებს მოუწოდა გაეცათ დაუყოვნებელი სესხები დაუცველი კომპანიებისთვის.

იაპონიის ბანკმა განაცხადა, რომ იგი ორჯერ შეამცირებს სარისკო გაცვლითი სავაჭრო ფონდების (ETF) შეძენას, შეიმუშავებს ახალ ერთწლიან, ნულოვანი განაკვეთის სასესხო პროგრამას ბიზნესების გასაძლიერებლად.

საკრედიტო ბაზრების გაყინვის თავიდან ასაცილებლად, იაპონია გამოიყოფს 2 ტრილიონ იენს ფასიანი ქაღალდებისა და კორპორატიული ობლიგაციების დამატებითი შესყიდვებისათვის.

სამხრეთ კორეის მთავრობამ გამოყო 9.8 ტრილიონი იენი კორონავირუსის გამო ნეგატიური ეკონომიკური ეფექტის შესამსუბუქებელად. ასევე, ბიუჯეტის დასაფინანსებლად იგეგმება დამატებითი 10.3 ტრილიონი იენის სახაზინო ობლიგაციების გამოშვება.

მიუხედავად დიდი მზაობისა, კრიზისის თავიდან ასაცილებლად კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. COVID-19 ახლახანს შევიდა მის აქტიურ ფაზაში და უკვე უზარმაზარი ზიანი მიაყენა მსოფლიოს, როგორც ადამიანური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. 

ხანგრძლივი ეკონომიკური ზიანის საპრევენციოდ, დამატებითი ფისკალური სტიმულირება იქნება აუცილებელი. მთავრობებმა უნდა გააგრძელონ და გააფართოვონ ეს ძალისხმევა, რომ მიაღწიონ ყველაზე დაზარალებულ ადამიანებსა და ბიზნესებამდე.

განვითარებული ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა უნდა განაგრძონ მონეტარული პოლიტიკის გამარტივება, და მხარი დაუჭირონ საკრეტიდო დინების გადინებას თავისუფალ ეკონომიკაში.  ფინანსურმა სისტემებმა მაქსიმალურად უნდა ეცადონ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას, საბანკო სისტემის გაჯანსაღებასა და მდგრადი ეკონომიკური საქმიანობის შენარჩუნებას. ყველა ეს სამუშაო, მონეტარულიდან – ფისკალურამდე და რეგულაციურამდე, ყველაზე ეფექტური ერთმანეთან კოორდინირებულ პირობებშია.

ვირუსის გავრცელების პარალერულად, სახელმწიოფების, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის კოორდინირებული მოქმედება გახდება ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განუსაზღვრელ როლს ითამაშებს გლობალური ეკონომიკის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.