COVID-19 გამოწვევები ბიზნესს

კორონავირუსული ეპიდემია მთელს მსოფლიოში მძვინვარებს, რაც მსოფლიო ეკონომიკას უზარმაზარი საფრთხის წინაშე აყენებს. დაავადების მიერ გამოწვეული შექმნილი ვითარებით უზარმაზარი კომპანიები თუ მცირე და საშუალო ბიზნესები კოლოსალურ ფინანსურ ზარალს ითვლიან. კომპანიების უმრავლესობა აღმოჩნდა შემდეგი მნიშვნელოვანი კითხვის წინაშე – თუ როგორ გაგრძლებენ შემოსავლების გამომუშავება, როდესაც ყველაფერი დისტანციური გახდა? 

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველი მნიშვნელოვანი რაც ბიზნესმა უნდა განსაზღვროს ეს  რისკებია.

გვინდა გაგიზიაროთ ის რამდენიმე ძირითადი რისკი, რომლის წინაშეც COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისისას ორგანიზაციები დგებიან.

რისკი 1: სოციალური დისტანციით გამოწვეული შეფერხება 

სოციალური დისტანცია არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთ ქმედებაზე, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები უაღრესად გადამდები დაავადების გავრცელების შესაჩერებლად ან შენელებისთვის იღებენ. ახალი რეალობიდან გამოდინარე ჯერ კიდევ უცნობია როდემდე გაგრძელდება “სოციალური დისტანციის” პოლიტიკა. კომპანიების უმრაველსობა დისტანციურ მუშაობის რეჟიმზეა გადასული, გაუქმებულია მასშტაბური, მცირე გასართობი და საქმიანი ღონისძებები, შეზღუდულია სკოლებისა თუ სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტების ფუნქციონირება. ამ მოცემულობასთან ერთად, 2019 წელს, მთლიანი საცალო გაყიდვების მხოლოდ 14.1% განხორციელდა ინტერნეტის მეშვეობით. რა დაემართება ბიზნესის საქმიანობის დარჩენილ 85.9% –ს? 

რისკი 2: დასაქმებულთა პროდუქტიულობის შემცირება

როგორც უკვე ავღნიშნეთ, კომპანიების უდიდეს ნაწილს დისტანციური სამუშაო პოლიტიკის შემუშავება მოუწია. ამ პროცესს გარკვეული რისკები ახლავს თან, ერთ-ერთი კი, თანამშრომელთა პროდუქტიულობის შემცირებაა. ვირუსის გავრცელების მასშტაბებთან ერთად, პერსონალის დაახლოებით 40% ვერ შეძლებს ავადმყოფობის გამო მუშაობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი თანამშრომლები არ დაინფიცირდებიან, ბევრს შესაძლოა დაავადებული ოჯახის წევრის მოვლის აუცილებლობა გაუჩნდეს. ზოგიერთმათგან კი, შესაძლოა მოქნილი სამუშაო გრაფიკი დასჭირდეს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვის გამო.

რისკი 3: მიწოდება 

გლობალური ეკონომიკა მჭიდროდ ინტეგრირებულია. ქვეყნებისა და კომპანიების უმეტესობა გამყიდველებზე არიან დამოკიდებულები. ფარმაცევტული ნედლეულიდან და  ელექტრო ტექნიკიდან დაწყებული, სამომხმარებლო პროდუქტებით დამთავრებული, უახლოეს მომავალში მომხმარებლის მხრიდან მათზე მოთხოვნა იკლებს. COVID-19-ის გავრცელებამ აზიასა და ევროპაში უკვე საგრძნობლად დააზარალა მსხვილი ინდუსტრიული მწარმოებლები.

რისკი 4: ეკონომიკური რეცესია, უმუშევრობა და ინვესტიციების შემცირება 

პროგნოზების თანახმად, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, სავარაუდოდ, სრულ ეკონომიკურ რეცესიის პირობებში აღმოვჩნდებით. ეკონომიკური ზრდა განპირობებულია როგორც მუდმივი ინვესტიციით, ასევე მოხმარებით. იმ გარემოებაში, სადაც კონფერენციები უქმდება, კორპორაციები ხალხს სახლიდან მუშაობას სთხოვენ,  საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად ვეღარ ფუნქციონირებენ, ტურიზმი და მასათან დაკავშირებული სექტორები კი კრიზისულ პერიოდს განიცდიან. ჩნდება კითხვა – შეამცირებენ თუ არა მომხმარებლები ხარჯვას? – რა თქმა უნდა, კი. ამასთან, გაურკვეველია როდის იქნება COVID-19 ვაქცინა ხელმისაწვდომი. გაურკვევლობიდან გამომდინარე, საინვესტიციო მოლოდინები უარყოფითია, კორპორაციები სავარაუდოდ შეამცირებენ ინვესტირებას, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის სწრაფ ზრდას.

რისკი 5: ეკონომიკური არასტაბილურობა და პოლიტიკური არასახარბილეო მდგომარეობა

ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, COVID-19-ს არსებული მსოფლიო თუ ადგილობრივი პოლიტიკის დამძიმებაც შეუძლია გამოიწვიოს. 2020 წელი საქართველოში საპარლამენტო, ხოლო აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წელია. ასევე, გადამწყვეტი წელია დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირისთვის, “ბრექსიტის” დრამატული ცვლილებები ძალაში 2020 წლის დეკემბერში შევა, რომლებიც სავარაუდოდ ვაჭრობას, ემიგრაციას და საერთაშორისო ბიზნესის სხვა სფეროების დიდ სპექტრს შეეხება. 

ორგანიზაციებისთვის უაღერესად მნიშვნელოვანია ამ რისკეთან ერთად სხვა შესაძლო რისკებიც გააანალიზონ, ხოლო მათი იდენტიფიცირების შემდეგ  უნდა ჩამოაყალიბონ შემამსუბუქებელი მოქმედებები. გეგმის შემუშავებით და რისკების შემცირებით კომპანიები უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან კორონავირუსთან საბრძოლველად. 

რისკების შემსუბუქება, მართვა და პრიორიტეტების კონტროლი, ეს ხელსაწყოები დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის ჯანსაღ ფუნქციონირებაში კირიზისულ პერიოდში. ბიზნესისთვის რისკების შემცირების გეგმის მომზადება განპირობებულია, კონკრეტული კომპანიის გეოგრაფიულ მდგომარეობაზე, მის მასშტაბებსა და ზომაზე და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე. გეგმა შესაძლოა მოიცავდეს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: ბიუჯეტის შეცვლა ფიქსირებული ხარჯებიდან ცვლადი ხარჯვით, გაურკვევლობის დროს კომპანიის ლიკვიდურობის მოქნილობის უზრუნველსაყოფად და სხვა.

ქვემოთ მოცემულია ის ხუთი ნაბიჯი რისკების მართვის მიმართულებით, რომლებიც სასურველია ორგანიზაციებმა პანდემიასთან ბრძოლის პირობებში პარარელურად გადადგან. 

ნაბიჯი 1: მზადყოფნის შეფასება; თუ რამდენად არის კომპანია მომზადებული კრიზისთან საბრძოლველად. შეფასების ამ ნაწილში, კომპანიებს საშუალება ეძლევათ აღმოაჩინონ შეასაძლო ხარვეზები, რომლებიც კრიზისის დროს კიდევ უფრო მძაფრად გამოიჩენს თავს. 

ნაბიჯი 2: რისკების მართვის გეგმა; კომპანიებმა აუცილებელია მოამზადონ მათ საქმიანობაზე დაყრდნობილი რისკების მართვის გეგმა, ვირუსული პანდემიის, ეკონომიკური რეცესიის და გეოპოლიტიკური პროცესების გათვალსიწიენბით. 

ნაბიჯი 3: ბიზნესის გავლენის ანალიზი; მნიშვნელოვანია გავიზიაროთ, რომ ყველა რისკი სპეციფიურია და თითოეულ მათგანს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ბიზნესის გავლენის შეფასება ორგანიზაციებს  საშუალებას აძლევს დაადგინონ მისი ოპერაციების განხორციელება ბიზნესის რომელი ნაწილისთვისაა ყველაზე მნიშვნელოვანი. 

ნაბიჯი 4: კომპანიის ადამიანური რესურსების პოლიტიკის მენეჯმენტი

მსოფლიო პანდემიის პირობებში, საჭიროა კომპანიის HR პოლიტიკის გადახედვა, განახლება და დანერგვა. იქედან გამომდინარე, რომ კორპორატიული ოფისები თანამშრომლების სახლებმა ჩაანაცვლა, ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია დასაქმებულთა პროდუქტიულობის მაღალი დონის შენარჩუნება, რასაც სწორი მართვა სჭირდება. 

ნაბიჯი 5: ინციდენტების მენეჯმენტი; ისედაც მძიმე პერიოდში მყოფებს აუცილებელია ვიფიქროთ მომავალში შესაძლო ინციდენტების თავიდან აცილების გზებზე. თუ არ მოხდა, ინციდენტებზე სწორი და მყისიერი რეაგირება იგი შესაძლოა საგანგებო სიტუაციაში, კრიზისში ან კატასტროფაშიც კი გადაიზარდოს.