
გამოწვევები გაყიდვებში და JSC SavvY-ს გუნდის რეკომენდაციები
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ბევრი ღონისძიება გატარდა, მათ შორის, შეიზღუდა ქუჩაში გადაადგილება, რაც მოქმედებს პროდუქციის გაყიდვებზე.
საუკეთესო გზა, იმისათვის რომ ბიზნესის მუშაობა არ შეწყდეს ამ კრიტიკულ დროს, არის ონლაინ გაყიდვების რეჟიმზე გადასვლა. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია სწრაფი ადაპტაცია.
ამაში საქართველოს ბანკის პროექტი “ადაპტერი” დაეხმარება ბიზნესებს, რათა უსწრაფეს დროში შეძლონ პროდუქტებისა და მომსახურებების გაციფრულება (Adapter). ის დაეხმარება ბიზნესებს როგორც ონლაინ გაყიდვებში, ასევე, მარაგების მართვაში, დისტრიბუციაში, ლოჯისტიკასა და საბანკო სერვისებში.
თანამედროვე რეალობაში გამარტივებულია საქმიანობის ონლაინ რეჟიმზე გადატანა, რადგან ამისათვის უამრავი რესურსი არსებობს.
ა) Facebook – თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გზა პროდუქციის გაყიდვისთვის არის facebook გვერდის შექმნა, სადაც განთავსდება პროდუქციის ფოტოები. გაყიდვის შემდეგ, შესაძლებელია კლიენტებისთვის უკონტაქტო მიტანის სერვისის შეთავაზებაც.
ბ) Glovo/Wolt – დღეს უამრავი ადამიანი იძახებს საკვებსა, თუ სხვა ნივთებს ამ აპლიკაციის საშუალებით, ამიტომ კლიენტთა მოზიდვაში, პოპულარობის ასამაღლებლად და პროდუქციის გაყიდვაშიც ამ დროს ძალიან კარგი საშუალებაა
გ) შემდეგ პლატფორმებზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქტი განათავსონ და შესაბამისად, აპლიკაციის საშუალებით, მოახდინონ რეალიზაცია. Nido ; Vendoo ; MY.GE ; Extra
დ) ონლაინ მაღაზია – თიბისი ბანკმა მოგვცა საშუალება მარტივად და სწრაფად გავაკეთოთ ონლაინ მაღაზია მხოლოდ 3 დღეში (ლინკი). ასევე, თუ ბიზნესმა შეძლო და მოასწრო, რომ იყოს ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი, მომსახურება 2020 წლის ბოლომდე უფასო ექნება.
ე) ონლაინ მაღაზიის შექმნა უმოკლეს დროში შესაძლებელია ბევრი სხვა კომპანიების დახმარებითაც, როგორიცაა: b2c ; oshop ; adsource ; blh
ვ) ონლაინ გაყიდვებისთვის ასევე პოპულარული გზა არის ვებ საიტის გამოყენება, სადაც შეიძლება მომხმარებელს სხვადასხვა ფასდაკლებებიც შეხვდეს, რაც პროდუქციას უფრო მიმზიდველს ხდის. თუ კომპანიას ჯერ არ აქვს საკუთარი ვებ საიტი, მაშინ შექმნის სერვისს ისეთი კომპანიები სთავაზობენ როგორიცაა: IRIS ; samsiani და ბევრი სხვა.
თუ კომპანიამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, მას მაინც შეუძლია კლიენტებთან კომუნიკაციის შენარჩუნება.
საქართველოსა და თიბისის ბანკები აძლევენ ბიზნესებს საშუალებას, რომ ვაუჩერების სახით სთხოვონ კლიენტებს მათი დახმარება, რაც ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია (Argacherde) (TBC4u). ამ შემთხვევაში, კლიენტი რიცხავს თანხას სასურველი რესტორნის დასახმარებლად, შემდეგ კი იღებს ვაუჩერს, რომელიც რესტორნის გახსნის შემდგომ შეუძლია რომ გამოიყენოს. ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ბიზნესი არ გაჩერდეს დღეს და ასევე, კომუნიკაცია და პოპულარობა შეინარჩუნოს მომხმარებელთან.
ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა Facebook და Instagram აქტივობებში ჩართვა იმისთვის, რომ კომპანიამ არსებულ მომხმარებელს არ დაავიწყოს და ახალ კლიენტებსაც მოაწონოს თავი.