კოსმეტიკური გაჯეტების ბრიტანეთში რეალიზაციის მიზანშეწონილობის შესწავლა

2021 წლის მარტი – აპრილის თვეებში, SavvY-იმ განახორციელა კოსმეტიკური გაჯეტების ბრიტანეთში რეალიზაციის მიზანშეწონილობის შესწავლა. პროექტზე მუშაობის განმავლობაში SavvY-ის გუნდმა ჩაატარა კვლევის ანალიზი, კვლევა მოწოდებული იყო დამკვეთის მიერ. კვლევის ანალიზის მიზანი იყო ბრიტანეთში კოსმეტიკური გაჯეტებით დაინტერესების შეფასება, რეალიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა. ინდუსტრიაში ტენდენციების შესწავლის საფუძველზე დადგინდა პროექტის საპროგნოზო მიზანშეწონილობა. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გუნდმა მოამზადა კვლევის შედეგების დოკუმენტი, რომელიც ინფორმაციას იძლევა, აღნიშნული პროდუქტის პოტენციური მომხმარებლის პროფილის შესახებ.

Client
კოსმეტიკური გაჯეტების ბრიტანეთში რეალიზაციის მიზანშეწონილობის შესწავლა
თარიღი
17.03.2021 - 16.04.2021
სერვისები
მიზანშეწონილობის შესწავლა