ვიონი საქართველო
ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის მომსახურება
„ვიონი საქართველო“ შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში VEON-ი, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს.
2019-2020 წლებში სს „სავი“-ს შეფასების დეპარტამენტმა შპს ,,ვიონი საქართველო’’-ში განახორციელა ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის მომსახურება. პროექტი მოიცავდა კომპანიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციას.
მომსახურების ფარგლებში სს „სავი“-ს შეფასების დეპარტამენტმა განახორციელა: ძირითადი საშუალებების ფიზიკური დათვალიერება და ინდივიდუალური ნომრის შესაბამისი სტიკერის მინიჭება, ფიზიკური დათვალიერების პროცესში აღწერილი და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ნუსხების რეკონსილაცია.
სს ,,სავის’’ შეფასების გუნდმა განახორციელა ინვენტარიზაციის შედეგად აღწერილი ძირითადი საშუალებების ნუსხის დადარება ფინანსურ პროგრამაში ასახულ ერთეულებთან.
საბაზრო ღირებულების შეფასების მომსახურება
„ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე არსებულ სამ მსხვილ მობილური კავშირგაბმულობის კოპმანიათაგან ერთ-ერთია. იგი შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში VEON-ი, რომლის სათაო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს.
2020 წელს სს ,,სავი’’-ს შეფასების გუნდმა განახორციელა ინვენტარიზაცია და ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანიის მფლობელობაშია ძირითადად სპეციალიზირებული აქტივები (სერვერები), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ კომპონენტს წარმოადგენს. შეფასების პროცესი შემდეგ ეტაპებად დაიყო :
- შემფასებლებმა მოახდინეს აქტივების ფიზიკური ინსპექტირება, შესაფასებელი აქტივისა და შეფასების მიზნის იდენტიფიცირება, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან საქმიანი კომუნიკაცია, მოლოდინებისა და მოთხოვნების იდენტიფიცირება;
- განისაზღვრა მოძრავი ქონების შეფასების ოპტიმალური მეთოდები და მიდგომები.
- წინასწარი ანალიზის , მონაცემთა შერჩევისა და შეგროვების, მოძრავი ქონების ბაზრის კვლევის შემდგომ, შერჩეული მეთოდებისა და მიდგომების მიხედვით, დადგინდა ქონების საბაზრო ღირებულება.
- ზემოთ აღნიშნული ყველა შედეგის შეთანხმების შემდგომ, IVS – სტანდარტების და ფასს 13-ის სრული დაცვით მომზადდა შეფასების ანგარიში.