მერფი

2019 წლის ივლის-აგვისტოს პერიოდში, SavvY-იმ მოამზადა ცემენტის მწარმოებელი ქარხნის ბიზნეს გეგმა. ქარხანა მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდასთან ახლოს. საინვესტიციო პროექტის მიზანშეწონილობის შესაფასებლად ბიზნეს გეგმაზე მომუშავე გუნდმა ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც მოიცავს რეგიონში ცემენტზე არსებულ მიმდინარე და სამომავლო მოთხოვნასა და მიწოდებას განსაზღვრას და პოტენციური კონკურენტების ანალიზს. პროექტზე მუშაობის განმავლობაში, გუნდმა შეისწავლა ქარხნის ტერიტორია, სტეფანწმინდაში მიმდინარე სამშენებლო პროექტები და ჩაატარა პირისიპირი ინტერვიუები როგორც ბეტონის მწარმოებლებთან, ისე სხვადასხვა სამშენებლო პროექტების წარმომადგენლებთან. ბიზნეს გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო  ინდუსტრიაში არსებული ძირითადი გამოწვევების გამოვლენა და ამ გამოწვევების გადასაჭრელად შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. პროექტის ფინალური ეტაპი დაეთმო ფინანსური მოდელის მომზადებას, რომელიც მოიცავს ფინანსურ გათვლებს 7 წელზე.

Client
შპს ,,მერფი''
თარიღი
2019/07-2019/08
სერვისები
ბიზნეს გეგმა