PSP ფარმა

PSP ფარმა ლიდერი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. კომპანია საქართველოში 220-ზე მეტ აფთიაქს ფლობს. PSP ფარმა მსოფლიოს 100-ზე მეტი  წამყვან ფარმაცევტულ ქარხანასთან თანამშრომლობს და მომხმარებელს მედიკამენტების, ფრანგული და ევროპული კოსმეტიკის დიდ არჩევანს, ისევე როგორც ბავშვთა მოვლისა და კვების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.  PSP 5000-ზე მეტი თანამშრომლით დღეს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიის საქმიანობა სააფთიაქო ქსელთან ერთად კორპორაციულ გაყიდვებსა და დისტრიბუციას მოიცავს.

2017 წელს პროექტის ფარგლებში SavvY-მ კომპანიაში შემდეგი მომსახურებები განახორციელა: ფასს-ის სრული დიაგნოსტიკა, ფასს-ის დანერგვა და აუდიტის მხარდაჭერა. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანიისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენდა ძირითადი საშუალებების, მარაგებისა და შემოსავლების დანერგვა.

Client
შპს პსპ ფარმა
თარიღი
30/06/2018
სერვისები
ფასს დანერგვა