სანავარდო
ბიზნეს გეგმა
2019 წლის ნოემბერში SavvY-იმ მოამზადა ღვინის საწარმოს გადაიარაღებისა და გაფართოების ბიზნეს გეგმა. ღვინის ქარხანა მდებარეობს კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში. ბიზნეს გეგმაზე მუშაობის პროცესში SavvY-ის გუნდმა შეისწავლა ღვინის ინდუსტრიის ძირითადი მახასიათებლები, შეაფასა ღვინის ადგილობრივი მოხმარება და ექსპორტი, შეიმუშავა ბიზნეს კონცეფცია და მოამზადა პროექტის ფინანსური გათვლები 7 წელზე. პროექტზე მუშაობის განმავლობაში გუნდმა დაათვალიერა ქარხნის ტერიტორია და გაეცნო საწარმოო პროცესს.
შეფასება
Due Diligence პროცედურის ფარგლებში SavvY-ს გუნდმა შეაფასა შემოსავლების ზრდის გენერირების და ხარჯების შემცირების შესაძლებლობები; განსაზღვრა სამიზნე კომპანიის ფუნდამენტური ღირებულება. SavvY-ს გუნდმა უზრუნველყო კომპანიის რისკისა და ღირებულების პროფილის წარმოჩენა და ინვესტორებთან და კომპანიასთან კომუნიკაციის ფარგლებში საინვესტიციო პროგრამების ალტერნატივების შემუშავება.