ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების საწარმო

2020 წლის დასაწყისში, SavvY-იმ მოამზადა ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოების ბიზნეს გეგმა. საწარმოს ადგილმდებარეობისთვის სავარაუდოდ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განისაზღვრება. პროექტზე მუშაობის განმავლობაში SavvY-ის გუნდმა ჩაატარა ბაზრის კვლევა. ბაზრის კვლევის მიზანი იყო საქართველოში მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობის შეფასება, კარ-ფანჯრებზე არსებული მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული ნაპრალის აღმოჩენა და ამ ნაპრალის შესავსებად სხვადასხვა შესაძლო ალტერნატივების შეფასება. საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი სამშენებლო პროექტების გათვალისწინებით, პროექტზე მომუშავე გუნდმა ასევე გააკეთა ფანჯრებსა და კარებებზე სამომავლო მოთხოვნის პროგნოზირება. კვლევის ეტაპზე შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გუნდმა მოამზადა 7 წელზე გათვლილი ფინანსური გეგმა. აღსანიშნავია, რომ SavvY-ის მიერ მომზადებული ფინანსური მოდელი იძლევა ფინანსური ინდიკატორების შედარების საშუალებას სხვადასხვა ალტერნატივის პირობებში. არსებული პროექტის ფარგლებში შეფასდა ფინანსური მიზანშეწონილობა იმ შემთხვევაში თუ საწარმოს განვითარება მოხდება ფოთის ინდუსტრიულ ზონაში ან საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც არ აქვს ინდუსტრიული ზონის სტატუსი.

Client
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
თარიღი
10.02.2020 - 20.03.2020
სერვისები
ბიზნესგეგმა