ღვინის წარმოების ბიზნესგეგმა

2020 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, SavvY-იმ მოამზადა ღვინის წარმოების ბიზნეს გეგმა. ღვინის ქარხნის გახსნა იგეგემება კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში. პროექტზე მუშაობის განმავლობაში მოხდა ბაზრის შესწავლა, კონცეფციის შემუშავება და ფინანსური მოდელირება. ღვინის წარმოების მიზანშეწონილობის შესაფასებლად, SavvY-ის გუნდმა შეაფასა ღვინოზე არსებული და სავარაუდო მოთხოვნა და მიწოდება, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების ბაზრებზე. შედეგად მოხდა იმ ქვეყნების შერჩევა, რომლებიც შესაძლოა იქცნენ ყველაზე მიმზიდველ საექსპორტო დანიშნულების ადგილებად ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, რა თქმა უნდა წარმოებული ღვინის მახასიათებლების გათვალისწინებით. გარდა ამისა, პროექტზე მომუშავე გუნდა ასევე შეიმუშავა ბიზნეს კონცეფცია და დამკვეთთან აქტიური კომუნიკაციის დახმარებით შექმნა კომპანიაზე მორგებული ბიზნეს მოდელი. პროექტის უმნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ასევე ინფორმაციის მოძიება დაფინანსების ალტერნატიული წყაროების შესახებ და 7 წელზე გაწერილი ფინანსური გეგმის მომზადება.

თარიღი
16.06.2020 - 4.08.2020
სერვისები
ბიზნესგეგმა