შპს "ჯი-მაინინგი"

2020 წლის ივლის – აგვისტოს თვეებში, SavvY-იმ მოამზადა გრანიტის ქვის მოპოვების და დამუშავების ბიზნეს გეგმა. საბადოს ადგილმდებარეობისთვის ტყიბულის რაიონი სოფელი გელათი განისაზღვრა. პროექტზე მუშაობის განმავლობაში SavvY-ის გუნდმა ჩაატარა ბაზრის კვლევა. ბაზრის კვლევის მიზანი იყო საქართველოში გრანიტის მოპოვების ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობის შეფასება, გრანიტის ქვის ნაწარმის მიწოდებისა და მოხმარების შეფასება და რეალიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების გათვალისწინებით, პროექტზე მომუშავე გუნდმა შეაფასა გრანიტის ქვის მოსალოდნელი სავარაუდო მოხმარება. კვლევის ეტაპზე შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გუნდმა მოამზადა 5 წელიწადზე გათვლილი ფინანსური გეგმა. აღსანიშნავია, რომ SavvY-ის მიერ მომზადებული ფინანსური მოდელი იძლევა ფინანსური ინდიკატორების შედარების საშუალებას სხვადასხვა ალტერნატიული სცენარის პირობებში. არსებული პროექტის ფარგლებში შეფასდა პროექტის ფინანსური მიზანშეწონილობა

Client
შპს "ჯი-მაინინგი"
თარიღი
13.07.2020 - 10.08.2020
სერვისები
ბიზნეს გეგმა