ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა

მარაგების და ძირითადი საშუალებების ფიზიკური იდენტიფიცირება

2018 წელს Savvy–ის შემფასებლების გუნდმა- შპს “ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა”- ში განახორციელა ძირითადი საშუალებების რეესტრის მომზადება და მარაგების ფიზიკური იდენტიფიცირება აღნიშნული პროცესი სამ ეტაპად დაიყო:
1. ძირითადი საშუალებების იდენტიფიცირება, განხორციელდა  ძირითადი საშუალებების ფიზიკური დათვალიერების პროცესში  აღწერილი და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ნუსხების რეკონსილაცია,  თანხვედრის, ზედმეტობისა და დანაკლისის იდენტიფიცირება.
2. ძირითადი საშუალებების რეესტრის ფორმირება – ფასს-ის შესაბამისად ძირითადი საშუალებები შესწავლილ იქნა ერთეულის დონეზე და გადანაწილდა შესაბამის კლასებში და ქვეკატეგორიებში, თითოეულ ძირითად საშუალებას განესაზღვრა მთლიანი და ნარჩენი სასარგებლო მომსახურეობის ვადა და მომზადდა ძირითადი საშუალებების კლასიფიცირებისა და სასარგებლო მომსახურების ვადის მინიჭების მანუალი.
3. მარაგების იდენტიფიცირება – ჩვენი გუნდის მიერ განხორციელდა   ფიზიკურად არსებულ მარაგებსა და პროგრამულად აღრიცხულ ერთეულებს შორის შესაბამისობის შეფასება, სტრუქტურული ერთეულის დონეზე.

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა

დეკემბრის და 2019 წლის იანვარითებერვლის განმავლობაში  შპს . ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკისთვის ჩატარდა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მომსახურება, რომელიც შედგებოდა შემდეგი ეტაპებისგან:

1.მსს ფასს სტანდარტის შესაბამისად დამუშავებული და მომზადებული 2018 წლის 31 დეკემბრის დასრულებული პერიოდისთვის ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მოიცავს სრული ფინანსური ანაგრიშგების პაკეტს შემდგომ პერიოდებზე: 2018 წლის 31 დეკემბერი, (საანგარიშგებო პერიოდი), 2017 წლის 31 დეკემბერი (შესადარისი პერიოდი) და 1 იანვარი 2017 (ტრანზიციის თარიღი).  . ფინანსური ანგარიშგება შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება
  • მოგებაზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება
  • კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგება
  • ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება
  • შენიშვნები

2.კომპანიის ძირითადი ფინანსური კომპონენტების სააღრიცხვო პოლიტიკები 

  • ძირითადი საშუალებების დანერგვა და მართვის პოლიტიკის შემუშავება
  • მარაგების დანერგვა და მართვის პოლიტიკის შემუშავება
  • დებიტორული დავალიანების დანერგვა და მართვის პოლიტიკის შემუშავება
Client
შპს "ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა"
თარიღი
27/10/2018
სერვისები
შეფასება; ფასს დანერგვა