ჯი ემ თი მთაწმინდა
კომპანიის საქმიანობის სფეროს კვება წარმოადგენს. GMT ჯგუფის მიერ განხორციელდა ფართომასშტაბიანი პროექტი – ფუნიკულორის კომპლექსის რეკონსტრუქცია. შპს ‘ჯი ემ თი მთაწმინდა’ ამ კომპლექსის მართვას უზრუნველყოფს.
კომპანიამ ამ პროექტში 20 მლნ. აშშ დოლარი დააბანდა და მოიზიდა საკმაოდ მნიშვნელოვანი კაპიტალი, მათ შორის ამერიკელ კერძო პირთა და ამერიკის სამთავრობო ფინანსური სააგენტოს, OPIC-ის (უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციის) ინვესტიციები. ამჟამად, GMT ჯგუფს საქართველოში OPIC-ის მუდმივი ბიზნეს პარტნიორის სტატუსი აქვს დამკვიდრებული. SavvY-ის მიერ 2018 წლის გაზაფხულზე განხორციელდა ძირითადი საშუალებების მიმართულებით დიაგნოსტიკა, დანერგვა და აუდიტის მხარდაჭერა.