ჯო ენის სამედიცინო ცენტრი

შეფასება

2019 წელს სს „სავი“-ს შეფასების დეპარტამენტმა  ააიპ ,,ჯო ენის სამედიცინო ცენტრში’’ განახორციელა ძირითადი საშუალებების კლასიფიკაციისა და ინვენტარიზაციის მომსახურება. პროექტი შედგებოდა რამდენიმე კომპონენტისგან და მოიცავდა ააიპ ,,ჯოენი’-ს  სამედიცინო ცენტრის’’ ბალანსზე არსებული მარაგების იდენტიფიცირებას, ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციასა და რეესტრის მოწესრიგებას.

მომსახურების ფარგლებში სს „სავი“-ს შეფასების დეპარტამენტმა განახორციელა:  ძირითადი საშუალებების ფიზიკური დათვალიერება და ინდივიდუალური ნომრის შესაბამისი სტიკერის მინიჭება, ფიზიკური დათვალიერების პროცესში  აღწერილი და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ნუსხების რეკონსილაცია,  თანხვედრის, ზედმეტობისა და დანაკლისის იდენტიფიცირება.

სს ,,სავის’’ შეფასების გუნდმა განახორციელა ინვენტარიზაციის შედეგად აღწერილი ძირითადი საშუალებების ნუსხის დადარება ფინანსურ პროგრამაში ასახულ ერთეულებთან, ასევე ძირითადი საშუალებების რეესტრის ფორმირება IFRS სტანდარტების შესაბამისად, რის შედეგადაც მოწესრიგდა ძირითადი საშუალებების რეესტრი და მოვიდა შესაბამისობაში ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან.

სს ,,სავის’’ შეფასების გუნდმა მოახდინა მარაგების იდენტიფიცირება და ასევე ფიზიკურად არსებულ მარაგებსა და პროგრამულად აღრიცხულ ერთეულებს შორის შესაბამისობის შეფასება.

მსს ფასს სტანდარტების დანერგვა

“ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრმა” ფუნქციონირება დაიწყო 1996 წლის 16 სექტემბერს, როგორც ბავშვთა გულის ქირურგიის კლინიკამ. ამჟამად ცენტრში სრულდება ყველა სახის კარდიოქირურგიული ოპერაცია, ასევე, აორტის მწვავე და ქრონიკული ქირურგიულ დაავადებათა მკურნალობა ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის. წარმატებით ფუნქციონირებს “ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის” არითმოლოგიური სამსახური, რომელიც გთავაზობთ გულის არითმიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს.

2019 წელს პროექტის ფარგლებში SavvY-მ კომპანიაში შემდეგი მომსახურებები განახორციელა: მსს ფასს-ის სრული დიაგნოსტიკა და დანერგვა. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანიისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენდა ძირითადი საშუალებების, სესხებისა და მარაგების დანერგვა.

Client
ააიპ ,,ჯო ენის სამედიცინო ცენტრი''
თარიღი
15.07.2019-15.08.2019
სერვისები
ძირითადი საშუალებების კლასიფიკაციისა და ინვენტარიზაციის მომსახურება.